ტრაპიზონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 162:
 
===სომხური ტაძრები===
[[File:Hagia Anna2.JPG|thumb|წმინდა ანას ტაძარი]]
ქალაქის ყველაზე ძველი ეკლესია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, არის პატარა სომხური ტაძარი Küçük Ayvasıl Kilise. ის მდებარეობს ქალაქის საზოგადოებრივ ცენტრში შუა ციხის აღმოსავლეთით 200 მეტრში. სამხრეთის შესასვლელზე არსებული წარწერის მიხედვით გარე კედელი აშენდა 884-5 წლებში [[ბასილი I (ბიზანტია)|ბასილი I-ის]] მიერ. მთავარი ნავის სიგრძე 7,4, ხოლო სიგანე 6,6 მეტრია. ეკლესიას აღმოსავლეთით სამი აფსიდი აქვს. აფსიდებს თითო სარკმელი აქვთ, გარდა შუა აფსიდისა, რომელიც შედარებით მოზრდილია და სამი სარკმელი აქვს. თაღები იონიურ კაპიტელებზე დგას. ცენტრალური ნავი 2,5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სვეტები. ეკლესიას შესასვლელი კიბე სამხრეთის მხრიდან აქვს. ეს ტაძარი მეჩეთად არ გადაუკეთებიათ. ტაძარი მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში რესტავრირდა და კარგ მდგომარეობაშია.
 
წმინდა ანას ეკლესიის ჩრდილოეთით დგას ასევე სომხური დიდი ეკლესია წმინდა ბასილის სახელობისა. ის სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებისაა. ეკლესია სწორკუთხოვანი ჯვარ-გუმბათოვანი ფორმის ნაგებობაა. 1890-95 წლებში ის დასავლეთის მხარეს გააგრძელეს. ტაძრის მთავარ ნავში შემორჩენილი სვეტები გვიანდელი პერიოდის რომაულ ნაგებობას ეკუთვნის. ტაძარს შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს.
 
ქალაქის ცენტრიდან სამ კილომეტრის დაშორებით, ბოზთეფეს გორაკის აღმოსავლეთ ფერდობზე შემორჩენილია სომხური მონასტრის, Kaymaklı-ის ნანგრევები. იქ 1915 წლამდე ცხოვრობდნენ სომეხი ბერები.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტრაპიზონი“-დან