დრავიდული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== გრამატიკა ==
[[ფონოლოგია|ფონოლოგიაში]] გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. [[მორფოლოგია (ენათმეცნიერება)|მორფოლოგიაში]] სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. [[ნაცვალსახელი]] მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. [[ზედსართავი სახელი]] ფორმაუცვლელია. [[ზმნა]]ს აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.
 
== ნათესაობა სხვა ენებთან ==