დრავიდული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
 
'''დრავიდული ენები''' — ენათა ოჯახი რომელიც ძირითადად გავრცელებულია [[ინდოეთი|ინდოეთის]] სამხრეთ ნაწილში. სულ მოიცავს 30-ზე მეტ ენას და იყოფა სამ, სამხრეთულ, ცენტრალურ და ჩრდილოურ ჯგუფებად. დღესდღეობით, დრავიდულ ენებზე მოსაუბრეთა რიცხვი 220 მილიონს აღწევს.დრავიდულ ენაებზე საუბრობენ [[დრავიდები]].
 
__TOC__
ხაზი 12:
 
== გრამატიკა ==
[[ფონოლოგია|ფონოლოგიაში]] გაირჩევა ხმოვანთა სიგრძე-სიმოკლე, უხვადაა რეტროფლექსიური თანხმოვნები, არ აღინიშნება ფონემატური მახვილი, სიტყვას თავსა და ბოლოში მოუდის ხმოვნები, იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთი თანხმოვანიც. [[მორფოლოგია|მორფოლოგიაში]] სჭარბობს სუფიქსური აგლუტინაცია. მკვიდრი დრავიდული სიტყვების ძირი ერთმარცვლიანია. სახელებში განარჩევენ 2 რიცხვსა და ბრუნვებს. სქესის კატეგორია ლექსიკურ-გრამატიკული ხასიათისაა, განირჩევა თითქმის ყველა დრავიდულ ენაში. [[ნაცვალსახელი]] მრავლობითი რიცხვის პირველ პირში განასხვავებს ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმებს. [[ზედსართავი სახელი]] ფორმაუცვლელია. [[ზმნა]]<nowiki/>ს აქვს ცალკე ფორმები პოზიტივისა და ნეგატივისათვის, ასევე ნატვრითი, პირობითი და პოტენციალისის კილოთა მწკრივები. ზმნის გვარი არ განირჩევა. ნაზმნარ სახელთა და მიმღეობათა მდიდარ ფორმებს, სქესის, რიცხვისა და ბრუნვის გარდა აქვთ პირის კატეგორია.
 
== ნათესაობა სხვა ენებთან ==
დრავიდულ ენებში [[სინტაქსი]] ტოპოლოგიურად [[თურქული ენები|თურქული]] და [[მონღოლური ენები|მონღოლური ენების]] მსგავსია. ამავდროულად ზოგიერთი მეცნიერი (რ. კოლდუელი, ჰ. ფეენრიხი) შესაძლებლად თვლის დრავიდული ენების [[კავკასიური ენები|იბერიულ-კავკასიურ]] ენათა ოჯახთან უძველეს ნათესაობას.
 
== ლიტერატურა ==