ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო: განსხვავება გადახედვებს შორის

ჯექსონმა, უოლშმა და ბოიენსმა არაერთხელ შეცვალეს სცენარი, რათა იგი უფრო კომპაქტური ყოფილიყო და პერსონაჟებიც დახვეწილი სახით ყოფილიყვნენ წარდგენილნი. ჯექსონმა ახსენა, რომ მისი მთავარი სურვილი იყო მთელი ყურადღების ფროდოსა და ბეჭედზე გადატანა. ფილმში წარმოდგენილია წინაისტორია, რომელშიც ნაჩვენებია ბეჭდის მოკლე ისტორია და როგორ მოხვდა იგი ბილბოსთან.
 
ფილმში ისე ჩანს, თითქოს განდალფის [[შირი|შირიდან]] (არასწორი ქართული თარგმანით [[მაზრა (შუახმელეთი)]]) წასვლის და დაბრუნებას შორის მცირე დრო გავიდა, წიგნში კი სინამდვილეში ეს პაუზა შეადგენს 17 წელს. წიგნში ფროდო რამდენიმე თვე ემზადება შირიდან წასასვლელად, ხოლო ფილმში მას ამისკენ განდალფი უბიძგებს. [[ტომ ბომბადილი]] და რამდენიმე სხვა პერსონაჟი ამოგდებულია. განდალფის იზენგარდში ყოფნის სცენებში ჩასმულია მისი ბრძოლა სარუმანთან, რომლის როლიც ასევე უფრო დიდია.
 
წიგნისგან განსხვავებით, არაგორნი თავდაპირველად არ სურს მეფობა. წიგნში ხმალი სახელად ნარსილი მას აღდგენილი სახით მიაქვს თან, როდესაც საძმო რივენდელიდან გადის, მაგრამ ფილმში იგი მას მხოლოდ მესამე ნაწილში, ელრონდის ხელიდან მიიღებს. ასევე უფრო ვრცლად არის ნაჩვენები მისი და არვენის ურთიერთობა. არვენი თავისთავად, ცვლის გლორფინდელს, რომელიც წიგნში ფროდოს გადაარჩენს, მიჰყავს რა იგი რივენდელში. ელრონდი ასევე განსხვავდება წიგნის ელრონდისგან - ფილმში მას ეპარება ეჭვი, რომ ადამიანები გადარჩებიან მეფის გარეშე.
170

რედაქტირება