PureView: განსხვავება გადახედვებს შორის

219 ბაიტი წაიშალა ,  6 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებელმა MIKHEIL გვერდი „ვიკიპედია:Microsoft Lumia/საკონკურსო/20150520113245/PureView“ გადაიტანა გვერდზე „PureView“)
{{საკონკურსო/მ|სახელი, გვარი = ლევან კაცაძე |ელ.ფოსტა=LeoKac@live.com|სათაური=PureView|ტელეფონი=598776645}}
 
'''Nokia PureView''' ეწოდება სხვადასხვა ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელსაც იყენებენ კომპანია [[Nokia]] და ახლა უკვე [[Microsoft Mobile]]-იც, მათი უმაღლესი დონის [[სმარტფონი|სმარტფონების]] კამერებისთვის. PureView-ს საუკეთესო მაგალითებია [[Nokia 808]] და [[Nokia Lumia 1020]]. ორივე ტელეფონს აქვს ძალიან მაღალი გარჩევადობის (41 MP) მქონე ფოტოსენსორი [[System on a chip]] ტიპის ინტეგრირებული მიკროსქემით, რომელსაც გამოსახულების დამუშავების როლი აკისრია, კერძოდ ასრულებს სურათის სკალირებას (Image scaling) Pixel Oversampling-ის ტექნოლოგიით, რაც იძლევა გაუმჯობესებულ ციფრულ ზუმირებას (digital zoom) და შემცირებულ ხმაურს. Pixel Oversampling ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ ხდება რამდენიმე ფიქსელის გაერთიანება, რათა შეიქმნას ერთი (სუპერ) ფიქსელი.<ref name="test000">[http://i.nokia.com/blob/view/-/1486928/data/2/-/PureView-imaging-technology-whitepaper.pdf Nokia, PureView სურათის ტექნოლოგია], გვერდი 4.</ref> ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სურათის ხარისხს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია [[Xenon flash]] განათებით, [[1080p]] [[HD]] ვიდეო კამერითა და მაღალი გაფართოების მქონე [[Carl Zeiss AG|Zeiss]]-ის სრულად-ასფერული (Aspheric lens) 1-ჯგუფიანი ლინზებით. Nokia 808-სგან განსხვავებით, Nokia Lumia 1020-ს და სხვა Lumia PureView სმარტფონებს აქვს სურათის ოპტიკური სტაბილიზაცია (Optical image stabilization), რაც ახლა უკვე გახდა Lumia PureView სტანდარტის კრებულის წევრი.<ref name="AllThingsD">[http://allthingsd.com/20130812/nokia-lumia-1020-nudges-smartphone-cameras-to-the-next-level/ Nokia Lumia 1020-მა სმატფონების კამერების ახალ საფეხურზე აიყვანა], 12 აგვისტო, 2013.</ref> მიუხედავად ამისა, Nokia 808 მაინც ახდენს კომპენსაციას მისი ექსკლუზიური და კამერასთან დაკავშირებული ფუნქციების წყალობით, როგორიცაა Micro [[HDMI]] [[TV-out]] შესაერთებელი და ჩაშენებული ვიდეო რედაქტირების პროგრამა.<ref name="EngadgetNokia808PureView">[http://www.engadget.com/2012/06/26/nokia-808-pureview-review/ Nokia 808 PureView-ს განხილვა: მობილური გრაფიკის მომავალი], 26 ივნისი, 2012.</ref>