სიმონ ესაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა რუსეთში, ქართველი თავადის, რუსეთის არმიის ოფიცრის [[სპირიდონ ესაძე|სპირიდონ ესაძის]] ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო სიმბირსკის კადეტთა კორპუსში, ხოლო უმაღლესი კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა [[1888]] წელს ოფიცრის ჩინით. [[1898]] წლიდან მუშაობს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორად, ხოლო [[1913]] წლიდან განყოფილების უფროსად.
 
სიმონ ესაძე იყო ცნობილი რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვ. ა. პოტოს მოწაფე. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმებისათვის („დიდების ტაძარი“)[http://eap.bl.uk/EAPDigitalItems/EAP057/EAP057_1_7_4-Alb240-14_L.jpg], მასალის მიკვლევა-მოძიებასა და კლასიფიკაციაში, გამოსცეს გზამკვლევი. [[1912]] წლიდან ს. ესაძე ამ მუზეუმის დირექტორია. [[1917]] წელს იგი ხელმძღვანელობდა კავკასიის საისტორიო კომისიას, რომელმაც აღწერა თურქეთთან წარმოებული ომი. [[1918]] წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ს. ესაძე დანიშნა ფრონტის სამხედრო საისტორიო განყოფილების უფროსად. [[1921]] წლის 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო [[1923]] წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს. მისი რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის“ 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია [[1826]]-[[1828]] წლები. სპარსეთთან და [[1823]]-[[1845]] წლების მიურიდიზმთან ომების ისტორია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ესაძე“-დან