ტყვეთა სყიდვა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ +კატ. |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ტყვის სყიდვა''' — ფეოდალურ საქართველოში ეს ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით იხმარებოდა:
* ყმა გლეხის კომლის წევრების ცალ-ცალკე და უმიწოდ გაყიდვას „ტყვედ გასყიდვა“ ერქვა. განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ბატონი გლეხის კომლს შლიდა და მის წევრებს „ტყვეებად“ ჰყიდდა. ამ შემთხვევაში სამართალი ბატონს ყმის უცხოეთში გაყიდვის უფლებას არ აძლევდა, დანაშაულის გამო „ტყვედ“ გაყიდვა უკვე [[XIII
*ტყვის სყიდვის ყველაზე მძიმე, მახინჯი ფორმა, რომელიც საქართველოში გვიანდელი შუა საუკუნეებში გავრცელდა და ფეოდალური სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა, იყო ადამიანის უცხოეთში გაყიდვა. XVII საუკუნის დასაწყისიდაბ ირანი და ოსმალეთი მათზე დამოკიდებულ ქართველმეფე-მთავართაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ტყვეებით ვაჭრობა არ აეკრძალათ, რადგანაც გაყიდული ვაჟები მამლუქთა, იენიჩართა და ყულის ჯარის რიგებს ავსებდნენ, ქალები კი ჰარამხანებში ხვდებოდნენ. ტყვის სყიდვას პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა — იგი ფეოდალთა შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა. XVII საუკუნის I ნახევრიდან, როცა [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]] მაჰმადიან მეფეთა გამგებლობა დაიწყო, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის მოხარკე გახდა, გლეხების გაყიდვა უცხოეთში გახშირებულ, ყოფით მოვლენად იქცა; ტყვეებით ვაჭრობის ცენტრები იყო ზღვისპირა პენქტები ([[გონიო]], [[ბათუმი]], [[ქობულეთი]], [[ფოთი]], [[ანაკლია]], [[სოხუმი]]) და [[ახალციხე]]. პროგრესული საერო და საეკლესიო მოღვაწეები ენერგიულად ებრძოდნენ ტყვეებით ვაჭრობას, როგორც ეროვნულ უბედურებას და „სჯულია საწინააღმდეგო“ საქმეს. კათალიკოსები შეჩვენებით ემუქრებოდნენ ტყვეებით მოვაჭრეებს. 1701 წელს [[იერუსალიმის პატრიარქი]]ს მოთხოვნით თავიანთ საბატონოებში ტყვის სყიდვა აკრძალეს დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა, ტყვეებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეზღუდა [[ვახტანგ VI]]-მ, ამ უბედურებასთან ბრძოლაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს [[ერეკლე II]]-მ და [[სოლომონ I]]-მა. 1759 წელს დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი. XVIII - XIX საუკუნეების მიჯნაზე გურიაში [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილის]] მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ შეაჩვენა ტყვეებით მოვაჭრენი და მათთვის მძიმე სასჯელი დააწესა: მსხვილ ფეოდალებს ყმა-მამულს ართმევდნენ, სხვებს კი ცოცხლად წვავდნენ. როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება შესუსტდებოდა, ტყვეებით ვაჭრობა კვლავ გაცხოველდებოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეჰ ტყვის სყიდვის შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ აქა-იქ შუა წლებშიაც შეინიშნებოდა.
*საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა ტყვის სყიდვის სხვა სახეც: უცხოელი თუ ადგილობრივი მეკობრეები ადამიანებს იტაცებდმემ და უცხოეთში ყიდდნენ. ბერძენთა, რომაელთა, ბიზანტიელთა და სხვების ბატონობის დროს არსებული მონათვაჭრობა განსაკუთრები გაძლიერდა შავი ზღვის ნაპირებზე გენუელთა კოლონიზაციის დროს (XIV—XV საუკუნეები). მონათვაჭრობის ცენტრი იმ დროს აქ ცხუმი (ახლანდელი [[სოხუმი]]) იყო. XVI საუკუნიდან გენუელი მონათვაჭრები თურქებმა შეცვალეს.
*XVII—XVIII საუკუნეებში ირანი და ოსმალეთი ხელქვეითი ქართული სახელმწიფოების მიერ შაჰისა და სულთნისთვის გასაგზავნი ხარკი და მისართმეველი (
==ლიტერატურა==
|