რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მNo edit summary |
||
ხაზი 22:
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ჰქონდათ დაპყრობილი.<br />
[[ფაილი:Lesser Coat of Arms of Russian Empire.svg|მინი|რუსეთის იმპერიის მცირე გერბი (XIX-XX) ს.ს.]]
1769 წლის სექტემბერში პირველი რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოში ჩამოვიდნენ. იმავე წლის ოქტომბერში ტოტლებენმა და სოლომონ I ალყა შემაორტყეს [[შორაპნის ციხე]]ს, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად მოხსნა ალყა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. როდესაც ერეკლე II დარწმუნდა რომ ეკატერინე II მართლა აგზავნიდა თავის სამხედროებს საქართველოში, ისიც ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში და [[1770]] წელს [[ახალციხის საფაშო]]ში შეიჭრა თავის ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ტოტლებენიც, თუმცა აქაც განმეორდა ის რაც შორაპნის ალყისას მოხდა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე გადამწყვეტი ბრძოლის წინ.ქართლ-კახეთის და ოსმალეთის არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა [[ასპინძა]]სთან 25 აპრილს სადაც ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ბრძოლის მოგების მიუხედავად ერეკლე II იძულებული გახდა საჩქაროდ უკან დაბრუნებულიყო რადგან ტოტლებენმა მის არყოფნაში ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ხოლო თავადებს ერეკლეს საწინააღმდეგოდ აქეზებდა.მეფის დაბრუნების შემდეგ ტოტლებენმა დატოვა ქართლ-კახეთი და კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონთან ერთად აიღო შორაპნის,[[ცუცხვათი]]ს და [[ბაღდათი]]ს ციხეები ამის შემდეგ მოკავშირეებმა ერთობლივი ძალებით შემოარტყეს ალყა [[ქუთაისი|ქუთაისს]]. ტოტლებენმა სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან გარნიზონი რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან, ამ ფაქტმა სოლომონს და ტოტლებენს შორის ურთიერთობა გაამწვავა, უთანხმოებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო მას შემდეგ რაც ტოტლებენმა ასევე სოლომონთან შეუთახმებლად ალყა შემოარტყა [[ფოთი]]ს ციხეს 1770 წლის 3 ოქტომბერს, რუსებმა ციხის აღება ვერ მოახერხეს და [[1771]] წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნეს. ტოტლებენს და სოლომონ I შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი ხოლო მის ნაცვლად [[სუხოტინი]] გამოეგზავნა.თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1771 წელს რუსეთის ხელისუფლებამ , 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი სამშობლოში გაიწვია.<br />ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები, რუსეთის სამხედრო კონტიგენტის [[საქართველო]]დან წასვლის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ იმპერატორისთვის მიცემული პირობის შესრულებას და [[ოსმალეთი]]ს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტიათ.[[1773]] წელს [[სოლომონ I]] და [[ერეკლე II]] გაერთიანებული ძალებით გაილაშქრეს [[ახალციხის საფაშო]]ში.ლაშქრობა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა [[ქართველები]]სთვის, მაგრამ სოლომონ I მოულოდნელად ავად გახდა რის გამოც მოკავშირეებს უკან დაბრუნება მოუწიათ.სულთანმა საპასუხოდ [[1774]] წელს იმერეთში 4 000 მეომრისგან შემდგარი არმია გამოგზავნა, რომელსაც სოლომონი უნდა დაემხო.1774 წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა [[ჩხერი|ჩხერთან]],სადაც იმერეთის არმიამ ჩასაფრება მოუწყო თურქებს, ბრძოლა [[თურქები]]ს სრული განადგურებით დასრულდა.იმავე წელს რუსეთს და ოსმალეთს შორის ომი დასრულდა, საზავო ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო აგრეთვე იმერეთიც.ზავის მიხედვით რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უზენაესობას იმერეთის სამეფოზე და მთელ [[დასავლეთ საქართველო]]ზე, ასევე უბრუნებდა ოსმალებს იმ ციხე-სიმაგრეებს რომლებიც რუსეთის და იმერეთის ლაშქრებმა ერთობლივად აიღეს(თუმცა თურქებმა ამ ციხეების დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან ისინი სოლომონ I ბრძანებით დაანგრიეს).სამაგიეროდ [[სტამბოლი]] ამიერიდან აღარ შეავიწროებდა ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე უარს ამბობდა ყოველგვარ ხარკზე.ეს მნიშვნელოვანი წარმატებები იმერეთის სამეფომ მოიპოვა,
== გეორგიევსკის ტრაქტატი ==
|