ჩინეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
=== დასავლური ჯოუს დინასტია (ძვ.წ. 1100 - ძვ.წ. 771) ===
[[ფაილი:Zhou2.jpg|მინი|ჯოუ]]
შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, [[ძველი ჩინეთი|ჩინეთის]] მმართველობაში, მოვიდა [[ჯოუჯოუს (დინასტია)|ჯოუს]] დინასტია (''[[ჩინური ენა|ჩინ.]]'' 周朝), რომელმაც იარსება [[ძვ. წ. 1100]]-[[ძვ. წ. 256]] წლებში. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ. წ. 1100 - 771 წლები) და აღმოსავლური (ძვ. წ. 771 - 256 წლები) ჯოუს დინასტია. უმეტესობა ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუმ. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.
სინამდვილეში ჯოუ არ მართავდა მთელ იმ ტერიტორიას, რაც მაშინ იყო ჩინეთი. იმ დროს ჩინეთი შედგებოდა ასე თუ ისე დამოუკიდებელი სამთავროებისგან. ჯოუს დინასტია კი ყველაზე ძლიერი სამთავროს მართავდა. ეს სამთავრო განლაგებული იყო ჩინეთის სამთავროების ცენტრში და ანვითარებდა და აღმავლობის გზაზე აყენებდა [[იამი|იამს]], რასაც ჩინელები ეძახიან თავიანთ ქვეყანას — შუა სამეფოს. ჯოუს დინასტიამ შესძლო სიმშვიდის შენარჩუნება რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში, მაგრამ ძვ. წ. 771 წელს, დასავლეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა დაანგრიეს დასავლეთ ჯოუს სამთავრო დინასტია. ამ მარცხის შემდეგ, ჯოუს დინასტიამ გადაინაცვლა აღმოსავლეთით, სწორედ ეს გახდა ამ დინასტიის მმართველობის პერიოდის ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი.