ნაზარი (ლეჟავა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Чръный человек გვერდი „ნაზარი“ გადაიტანა გვერდზე „ნაზარი (ლეჟავა)“
No edit summary
ხაზი 1:
'''ნაზარი''', ერისკაცობაში '''იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა''', (დ. 1872 — გ. [[27 აგვისტო]] [[1924]]) — [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო მოღვაწე, [[მიტროპოლიტი]]. დახვრიტეს [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] რეპრესიების დროს. შერაცხულია წმინდანად.
 
ნაზარი (იოსებ ლეჟავა) დაიბდა [[იმერეთი]]ს სოფელ [[ჯიხაიში|ჯიხაიშში]]. დაამთავრა [[ქუთაისი]]ს სასულიერო სასწავლებელი და [[თბილისის სასულიერო სემინარია]]. იგი ჯერ [[დიაკონი|დიაკვნად]], 1893 წელს კი, [[მღვდელი|მღვდლად]] ეკურთხა. 1901-05 წლებში სწავლობდა [[კიევის სასულიერო სემინარია|კიევის სასულიერო სემინარიაში]]. ოჯახის წევრების ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, 1904 წელს, ბერად აღიკვეცა. ერთი პერიოდი მოღვაწეობდა [[რუსეთი|რუსეთში]], 1911 წელს კი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. იმავე წელს, [[ეპისკოპოსი]]ს ხარისხით, დადგინდა ქუთათელ მიტროპოლიტად. მონაწილეობდა 1917 წელს [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის]] [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენაში. 1921 წლის თებერვალში [[წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში|საბჭოთა რუსეთის]] ინტერვენციის პერიოდში [[სიონი (ტაძარი)|თბილისის სიონისა]] და [[სვეტიცხოველი|მცხეთის სცეტიცხოვლის]] განძეულობა ქუთაისში გახიზნეს და დამარხეს [[ბაგრატის ტაძარი|ბაგრატის ტაძრის]] ძირში მდებარე ნაზარის სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში. ბოლშევიკებმა განძს მიაგნეს, ნაზარი დააპატიმრეს და მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც შემდეგ პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეეცვალა. 1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლებული ნაზარი სამწყსოს დაუბრუნდა, მაგრამ იგი კვლავ დააპატიმრეს 1924 წლის 27 აგვისტოს, [[აგვისტოს აჯანყება|სახალხო აჯანყების]] დაწყების წინა ღამეს. რამდენიმე საათიანი დაკითხვისა და წამების შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები (დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე) ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს. 1994 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ მოახდინა ნაზარისა და მასთან ერთად მოკლულ სასულიერო პირთა კანონიზირება.
 
== წყარო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაზარი_(ლეჟავა)“-დან