მონღოლეთის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:OmnogoviLandscape.jpg|მინი|გობის უდაბნო]]
მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს [[გობის უდაბნო]]. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.
 
=='''ბუნებრივი რესურსები'''==
 
მიუხედავად იმისა რომ გობის რეგიონი უმეტესად ქვიაშიან უდაბნოს წარმოადგენს, არსებობს ნახევრად უდაბნო ადგილები, რომელიც მრავალრიცხოვანი ცხვრისთვის, [[აქლემი]]სთვის და [[ცხენი]]სთვის საძოვრად გამოიყენება. ბალახოვანი სტეპი საშუალებას იძლევა გამოიკვებოს 28 მილიონი სული საქონელი. ერდენეტში მოიპოვებენ [[სპილენძი|სპილენძსა]] და [[მოლიბდენი|მოლიბდენს]], აგრეთვე [[ქვანახშირი|ქვანახშირს]]. არსებობს [[ნავთობი]]ს საბადოებიც, რომელიც ათვისებული არაა. ქვეყანაში დიდია [[ფოსფატი]]ს დეპოზიტი, მაგრამ უმეტესი ნაწილი აუთვისებელია გარემოს დაცვითი პრობლემების გამო.