მონღოლეთის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
[[ფაილი:Altay-Sayan map en.png|მინი|ალთაის მთები]]
 
თითქმის მთელი [[მონღოლეთი]] ზღვის დონიდან 1,000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის [[პლატო]]ზეა განლაგებული. დასავლეთით [[ალთაის მთები]]ა, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4,374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე [[გობის ალთაი]] და [[ხენტეი]]. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს [[ხანგაის მთიანეთი]]. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, [[სელენგა]]სა და [[ტუული]]ს ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[ულან-ბატორი]] ([[ულაანბაატარი]]), მონღოლეთის [[დედაქალაქი]] და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: [[სელენგა]], [[კერულენი]], [[ონონი]], [[ძაბხანი]], [[კობდო]]. ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია [[ტყესტეპი]]ს ლანდშაფტები. [[ტყე]]ს მონღოლეთის ტერიტორიის 10%-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის [[ძუძუმწოვარია]]. ყველაზე გავრცელებულია [[მღრღნელები]], გვხვდება კურდღელი [[ტოლაი]], აკლიმატიზებულია [[ონდატრა]]. ტყეებში ბინადრობს [[მგელი]], [[სიასამური]],[[ციყვი]], [[ბურუნდუკი]]. [[ჩლიქოსნები]]დან აღსანიშნავია [[კულანი]], ანტილოპები, [[შველი]], [[მარალი]], [[ხემტეის მთებში]] - [[ლოსი]], [[მუშკი]]. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც ([[ველური აქლემი]], [[პრჟევალსკის ცხენი]], [[გობის დათვი]]) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება.
[[ფაილი:OmnogoviLandscape.jpg|მინი|გობის უდაბნო]]
მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს [[გობის უდაბნო]]. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.
||||