მონღოლეთის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
<center>[[ფაილი:Mongolia CIA map.png|400px|მონღოლეთი და მისი მეზობლები]]</center>
 
'''მონღოლეთის რესპუბლიკა''' (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური [[აზია|აზიის]] აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, [[ნახევრად უდაბნოსაუდაბნო]]სა და უდაბნოს[[უდაბნო]]ს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3,000 კმ-ის მანძილზე [[რუსეთი|რუსეთს]] ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - [[ჩინეთი|ჩინეთს]]. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150კმ) ესაზღვრება [[ყაზახეთი|ყაზახეთს]]. მთლიანად [[ტერიტორია]] შეადგენს 1,564,116 კვ.კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც [[ალასკა]].
 
[[ფაილი:Altay-Sayan map en.png|მინი|ალთაის მთები]]
 
თითქმის მთელი [[მონღოლეთი]] ზღვის დონიდან 1,000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა[[პლატო]]ზეა განლაგებული. დასავლეთით [[ალთაის მთებიამთები]]ა, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4,374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე [[გობის ალთაი]] და [[ხენტეი]]. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს [[ხანგაის მთიანეთი]]. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა[[სელენგა]]სა და ტუულის[[ტუული]]ს ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს [[ულან-ბატორი]] ([[ულაანბაატარი]]), მონღოლეთის [[დედაქალაქი]] და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: [[სელენგა]], [[კერულენი]], [[ონონი]], [[ძაბხანი]], [[კობდო]]. ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის[[ტყესტეპი]]ს ლანდშაფტები. ტყეს[[ტყე]]ს მონღოლეთის ტერიტორიის 10%-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის [[ძუძუმწოვარია]]. ყველაზე გავრცელებულია [[მღრღნელები]], გვხვდება კურდღელი [[ტოლაი]], აკლიმატიზებულია [[ონდატრა]]. ტყეებში ბინადრობს [[მგელი]], მელია, [[სიასამური]], [[ციყვი]], [[ბურუნდუკი]]. ჩლიქოსნებიდან[[ჩლიქოსნები]]დან აღსანიშნავია [[კულანი]], ანტილოპები, [[შველი]], [[მარალი]], [[ხემტეის მთებში]] - [[ლოსი]], [[მუშკი]]. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც ([[ველური აქლემი]], [[პრჟევალსკის ცხენი]], [[გობის დათვი]]) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს [[გობის უდაბნო]]. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.
||||