მონღოლეთის გეოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''მონღოლეთის რესპუბლიკა''' (ყოფილი გარე რესპუბლიკა და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა), რომელიც მდებარეობს ცენტრალური აზიის აღმოსავლეთით,ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოს ზონებში-მსოფლიოში ყველაზე მეჩხრად დასახლებული ქვეყანაა. იგი ჩრდილოეთით 3,000 კმ-ის მანძილზე რუსეთს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით 4760 კმ-ით - ჩინეთს. დასავლეთით, ძალიან მცირე ტერიტორია (150კმ) ესაზღვრება ყაზახეთს. მთლიანად ტერიტორია შეადგენს 1,564,116 კვ.კმ-ს, დაახლოებით იმდენს, რასაც ალასკა.
 
[[ფაილი:Altay-Sayan map en.png|მინი|ალთაის მთები]]
 
თითქმის მთელი მონღოლეთი ზღვის დონიდან 1,000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ცენტრალური აზიის პლატოზეა განლაგებული. დასავლეთით ალთაის მთებია, რომელიც მუდმივად თოვლის საფარის ქვეშაა. ქვეყნის ყველაზე მაღალი მწვერვალიც აქ მდებარეობს (4,374 მ.). მნიშვნელოვანი ქედებია ასევე გობის ალთაი და ხენტეი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ხანგაის მთიანეთი. ალთაის ქედის აღმოსავლეთით ტბების ხეობაა (დაახლოებით, 300-ზე მეტი ტბა), რომელიც შემოსაზღვრავს მდინარეების, სელენგასა და ტუულის ნაყოფიერ აუზს. ამ აუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ულან-ბატორი (ულაანბაატარი), მონღოლეთის დედაქალაქი და კომერციული ცენტრი. მნიშვნელოვანი მდინარეებია: სელენგა, კერულენი, ონონი, ძაბხანი, კობდო. ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე მეტი უჭირავს წაბლა ნიადაგებს. გავრცელებულია აგრეთვე მურა, დამლაშებული, შავმიწა და მდელოს ნიადაგები. მთიანი რაიონებისათვის დამახასიათებელია ტყესტეპის ლანდშაფტები. ტყეს მონღოლეთის ტერიტორიის 10%-ი უჭირავს. ამ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია. ყველაზე გავრცელებულია მღრღნელები, გვხვდება კურდღელი ტოლაი, აკლიმატიზებულია ონდატრა. ტყეებში ბინადრობს მგელი, მელია, სიასამური, ციყვი, ბურუნდუკი. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კულანი, ანტილოპები, შველი, მარალი, ხემტეის მთებში-ლოსი, მუშკი. მონღოლეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ ისეთი ცხოველებიც (ველური აქლემი, პრჟევალსკის ცხენი, გობის დათვი) რომლებიც სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება. მონღოლეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილს ფარავს გობის უდაბნო. ქვეყნის უდიდესი ნაწილი მოქცეულია აქტიურ სეისმურ ზონაში, რის გამოც, მიწისძვრები აქ საკმაოდ ხშირია.