გივი სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ფოტო = გივი სვანიძე.jpg
| ფოტოს_სიგანე = 250პქ
| სურათის წარწერა = აკადემიკოსი გივი სვანიძე
| დაბადების თარიღი = [[20 სექტემბერი]], [[1921]]
| დაბადების ადგილი = [[ცხუკუშერი]], ახლანდელი [[ცაგერის მუნიციპალიტეტი]]
| სამეცნიერო ხელმძღვანელი =
| განთქმული მოსწავლეები =
| ცნობილია როგორც = სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი
| სამეცნიერო ხარისხი = ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
| ჯილდოები და პრემიები = პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია<br>ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია<br>ხალხთა მეგობრობის ორდენი<br>[[ღირსების ორდენი]]
| საიტი =
 
== ბიოგრაფია ==
[[1944]] წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი; [[1948]] წელს გახდა [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წევრი; [[1958]]-[[1971]] წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას; [[1971]] წლიდან [[თსუ|თსუთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]-ის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. [[1976]] წლიდან — სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ვიცე-პრეზიდენტი ([[1980]]).
 
გივი სვანიძემ სადოქტორო დისერტაციის თემა — „მდინარული ჩამონადენის გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით“, დაიცვა 1963 წელს.
სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
 
გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა [[ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა|ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის]], ჟინვალის ჰესისა და მდინარეების [[არფა (მდინარე)|არფისა]]ების არფისა და [[ეღეგისი (მდინარე)|ეღეგისის]] [[სევანის ტბა]]ში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.
 
მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ ([[1960]]-[[1961]], ტ. 1-10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო [[კლიმატი|კლიმატური]] ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.
 
სვანიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად განისაზღვრებოდა ჰიდროლოგიის, ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის პრობლემებით. ავტორია 270 დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 15 [[მონოგრაფია|მონოგრაფიისა]], რომლებიც ეხება მდინარეული ჩამონადენის რეგულირების ამოცანებს, საქართველოს წყლის რესურსების კომპლექსურ გამოყენებას, ჰიდროლოგიური რიგების მათემატიკურ მოდელირებას, საშიშ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს [[კავკასია]]ში, ამიერკავკასიის წყლის რესურსებს, [[საქართველო]]ს განახლებად ენერგორესურსებს და სხვა.
 
გივი სვანიძის ხელმძღვანელობითა და კონსულტანტობით დაცულია 40-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. იგი იყო [[აშშ]]-ის და [[პოლონეთი]]ს გეოფიზიკურ საზოგადოებათა წევრი.
თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია ([[1972]]). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს სახელობის პრემია ([[1982]]). დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა და მედლებით და [[ღირსების ორდენი]]თ.
 
[[თსუ]]-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია ([[1972]]). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს სახელობის პრემია ([[1982]]). დაჯილდოებულია [[ხალხთა მეგობრობის ორდენითა და მედლებითორდენი]]თა და [[ღირსების ორდენი]]თ.
 
==თხზულებები==
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://dic.academic.ru/dic.nsf/enc3p/265138 გივი სვანიძე — დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი] {{ru icon}}
* [http://isaran.ru/?q=ru/person&guid=EA63A572-25DC-73C1-B62A-66AB7BE1C9D7 გივი სვანიძე — მოკლე ცნობები] {{ru icon}}