იოსები (იაკობის ძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''იოსები''' ({{lang-he|יוֹסֵף }}, ''იოსეფ'') — [[ბიბლია|ბიბლიური]] პერსონაჟი, [[იაკობი]]სა და [[რახილი]]ს პირმშვენიერი და საყვარელი ძე. შურიანმა ძმებმა იოსები მონად მიჰყიდეს ვაჭრებს, რომლებმაც იგი ეგვიპტეში წაიყვანეს. აქ იოსები ჯერ საპყრობილეში მოხვდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ფარაონის კარზე აღზევდა და მამა და ძმები ეგვიპტეში მიიწვია (დაბადება, 37—50). იოსების სიკვდილის შემდეგ ებრაელები ეგვიპტეში მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და მონობისაგან თავის დასაღწევად მოსეს წინამძღოლობით ქანაანში დაბრუნდნენ. თქმულება იოსებზე , რომელიც ბიბლიური პატრიარქების ციკლს განეკუთვნება, გამოძახილია ებრაელთა ისტორიაში მომხდარი მიგრაციებისა. იოსების თქმულების ცალკეული სიუჟეტები მხატვრულ ლიტერატურაში დამუშავებული აქვთ [[ფირდოუსი]]ს, [[ჯამი]]ს, [[თომას მანი|თ. მანს]]. ქართულ ლიტერატურაში აღსანიშნავია „[[იოსებზილიხანიანი]]ს“ ანონიმური ვერსია და [[თეიმურაზ I]]-ის ამავე სახელწოდების პოემა.
 
==იოსების ისტორია ბიბლიის და ყურანის თანახმად==
=== ძმების შეთქმულება===
 
Line 9 ⟶ 10:
„მე სიზმრად ვნახე, — უთხრა იოსებმა ძმებს, — რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს სცემდენო; და კიდევ: [[მზე]], [[მთვარე]] და თერთმეტი [[ვარსკვლავი]] მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა [[ცხვარი|ცხვრის ფარა]] შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას შეუთვალეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.
 
==იოსების ისტორია ბიბლიის და ყურანის თანახმად==
=== იოსები გაყიდვა ეგვიპტეში ===