თევდორე ჟორდანია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: 4 წლის ვერ ისწავლიდა მოსკოვის სემინარიაში
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა მღვდლის ოჯახში. მალე დაობლდა, მაგრამ ახლობლების მეოხებით მაინც მოახერხა განათლების მიღება. სწავლობდა მოქვის სასოფლო სკოლაში, ქუტაისის სასულიერო სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 18581878 წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც მიიქცია რუსულ ისტორიოგრაფიის მამის ვ. ო. კლიუჩევსკის ყურადრება, რომელმაც ურჩია მოსკოვში დარჩენა; მაგრამ დაასრულა თუ არა აკადემია თედომ სამშობლოში დაბრუნება არჩია და აქ მასწავლებლობა დაიწყო. პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობასაც. დაუახლოვდა რა ილია ჭავჭავაძისა და დიმიტრი ბაქრაძის ირგვლივ მყოფ მეცნიერებს, ხელი მოჰკიდა საქართველოს სიძველეების მიკვლევა-დაუნჯებას და შესწავლას. მან დიდი ენერგია და ცოდნა შეალია ქართულ წყაროებზე მუშაობას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის პირველწყაროთა გამოვლენასა და კრიტიკულ შესწავლაში. მან შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე „[[ძეგლი ერისთავთა]]“. დიდი მუშაობა გასწია „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ შედგენილობისა და ავტორების ვინაობის დასადგენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი „ქრონიკები და სხვა მასალა საქართვეელოს ისტორიისა და მწერლობისა“. ამ მონუმენტურ ნაშრომში შესულია მის მიერ [[საქართველო]]ს სხვადასხვა კუთხეში მრავალგზის მოგზაურობის დროს შეკრებილი დიდძალი მასალა ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული, კომენტარებითა და კრიტიკული შენიშვნებით.
 
თედო ჟორდანია აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც გამოირჩეოდა. იყო საეკლესიო-საარქეოლოგიო საბჭოს, საეკლესიო სიძველეთა დაცვის მზრუნველი კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი.