იოსები (იაკობის ძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 13:
=== იოსები ეგვიპტეში ===
 
ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაცს პეტეფრეს მიჰყიდეს. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა, ზელიხამ ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში, სხვათა შორის, იყო ორი პყრობილი - მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ იოსებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ ვაზი ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო. მეპურეთუხუცესმა უთხრა: სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა, ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა.
 
 
=== იოსები სიზმრებს უხსნის ფარაონს ===