არმაზი (ღვთაება): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+სურათი
ხაზი 1:
{{მმ*|არმაზი}}
[[File:Armazi god.svg|thumb|არმაზის კერპი]]
'''არმაზი''' — [[იბერიის სამეფო]]ს უზენაესი წარმართული ღვთაება. {{ციტატა|ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...<ref>ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106</ref>}} არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე [[ფარნავაზი|ფარნავაზს]] მიეწერება ([[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III ს.]]), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს [[სპილენძი]]ს ჯავშნით და [[ოქრო]]ს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, [[მცხეთა]]ში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი [[ღმერთი]]ს (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. [[საქართველო]]ში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.