ხეთური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link GA|ru}} using AWB
ხაზი 14:
 
პირველი დასაბუთებული პრეტენზია ხეთური ენის კუთვნილების შესახებ გამოთქმული იყო იორგენ [[ალექსანდერ კნუდცონი]]ს (Jørgen Alexander Knudtzon, 1902 წ.) მიერ წიგნში, რომელიც ეძღვნებოდა ეგვიპტის [[ფარაონი]]ს მიერ ხეთების მმართველისათვის გაგზავნილ ორ წერილს. ეს წერილები იპოვნეს [[ელ-ამარნა]]ში, [[ეგვიპტე]]ში. კნუდცონი ამტკიცებდა, რომ ხეთური იყო ინდო-ევროპული ენა, უმეტესად, მორფოლოგიის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ გააჩნდა [[ბილინგვური ტექსტები]], მან მაინც შეძლო, რომ მოეცა ამ ორი წერილის ნაწილობრივი თარგმანი იმის წყალობით, რომ იმ პერიოდის დიპლომატიურ მიმოწერას გააჩნდა ჩამოყალიბებული ფორმულარული ხასიათი. მისი არგუმენტები არ იქნა საყოველთაოდ მიღებული, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის მორფოლოგიური მსგავსებები, რომელიც მან ხეთურსა და ინდო-ევროპულს შორის შენიშნა, შეიძლება ინდო-ევროპულს გარეთაც იქნას ნაპოვნი, და ნაწილობრივ იმის გამო, რომ წერილების თარგმანი, სავსებით სამართლიანად, ჩათვლილი იყო გაურკვევლად.
[[ფაილი:B. Hrozný 1915.jpg|მინი|[[ბედრიხბედრჟიხ ჰროზნი]], 1915 წელი]]
შემდეგში [[ჰუგო ვინკლერი|ჰუგო ვინკლერმა]] ბოღაზქოის თანამედროვე სოფელში აღმოაჩინა ფილების დიდი რაოდენობა, რომელიც შესრულებული იყო უკვე გაშიფრული აქადური ლურსმული დამწერლობით, მაგრამ უცნობ ენაზე. ბოღაზქოი კი იმყოფება ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც იდგა [[ხათუსა]], ხეთების იმპერიის დედაქალაქი. ამ დიდი მასალის შესწავლის საფუძველზე [[ბედრიხბედრჟიხ ჰროზნი]]მ (Bedřich Hrozný) მოახერხა ენის გაშიფრვა. მან წარმოადგინა თავისი არგუმენტები, რომ ეს ენა ინდო-ევროპულია, იმ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა [[1915]] წელს, რომელსაც მალე მოჰყვა ამ ენის [[გრამატიკა]]ც (Hrozný 1917 წ.). ჰროზნის არგუმენტაცია, რომ ხეთური ეკუთვნოდა ინდო-ევროპული ენების ოჯახს, სავსებით თანამედროვე სტილის იყო, მაგრამ მაინც ცუდად დასაბუთებული. იგი ყურადღებას ამახვილებდა მორფოლოგიის იდიოსინკრაზიული ასპექტების გამაოგნებელ მსგავსებებზე, რაც ძალიან არ გავდა შემთხვევითს და ასევე ნაკლებსავარაუდო იყო მისი ნასესხებობა. ამ მსგავსებებს შორის იყო რ/ნ მონაცვლეობა (იხილეთ [[როტაციზმი]]) ზოგიერთი სახელების შტოებში და ვოკალური აბლაუტი. ორივე ეს მოვლენა ჩანდა წყლის აღმნიშვნელ არსებით სახელში "ვადარ", რომლის მხოლობითი სახელობითი იყო "ვადარ", ხოლო მხოლობითი ნათესაობითი _ "ვედენას". მან ასევე წარმოადგინა მთელი წყება რეგულარული ბგერითი შესაბამისობებისა. [[პირველი მსოფლიო ომი]]თ გამოწვეული მოკლე საწყისი დაყოვნების შემდეგ, ჰროზნის შიფრი, მისი დაწვრილებითი გრამატიკული ანალიზი და ხეთურის ინდო-ევროპულთან ნათესაობის დამამტკიცებელი საბუთები ძალიან ჩქარა გახდა საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული. მალე ამას დაემატა კიდევ უფრო ფართო დასაბუთება, წარმოდგენილი თანამედროვე სწავლულების მიერ, როგორიცაა ედგარ ჰ. სტურტევანტი, რომელმაც გამოსცა პირველი მეცნიერულად შედგენილი ხეთური გრამატიკა ქრესტომათიითა და [[ლექსიკონი]]თ. სტურტევანტის გრამატიკის [[1951]] წელს გადასინჯული გამოცემა ჯერ ისევ ავტორიტეტულია დღესაც.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეთური_ენა“-დან