ფესვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 19:
სხვადასხვა გარემოში ფესვი ხშირად განიცდის მორფოლოგიურ, ანატომიურ და სხვა ცვლილებებს ([[მეტამორფოზი]]). ამ ფუნქციების შესრულების გამო მთავარი, გვერდითი და დამატებითი ფესვებიდან ვითარდება გასქელებული, ხორცოვანი ფესვი, სადაც საკვები ნივთიერებები გროვდება. მათ სამარაგო ანუ მასაზრდოებელ ფესვებს (ძირხვენებს) უწოდებენ. ასეთი ფესვი თითისტარისებრი, თალგამისებრი და გორგლისებრია. ზოგ [[პალმა|პალმასა]] და [[ნაცარქათამა|ნაცარქათამასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]ს წარმომადგენელს ფესვი დამცველ [[ეკალი (მცენარე)|ეკლებადა]] აქვს გარდაქმნილი. ზოგი პარაზიტი მცენარის ფესვი ჰაუსტორიების — მისაწოვრების სახეს იღებს. [[ჯადვარისებრნი|ჯადვარისებრთა]] ბევრი წარმომადგენელი ივითარებს ბრტყელს, თასმისებრ საასიმილაციოს ფესვებს.
 
ზოგ მცენარეს ღეროს საასიმილაციო მუხლიდან დამატებითი ფესვები უვითარდება, რომელთაც საყრდენი ფესვები ეწოდება. [[ტროპიკული ტყეები|ტროპიკულ ტყეებ]]ში მოზარდ [[ლიანები|ლიანებ]]სა და ეპიფიტებს ძირს ჩამოშვებული საჰაერო ფესვები აქვთ, რომლებიც ატმოსფერული ნალექებიდან ისრუტავენ წყალს. ლიანების უმეტესობას მისაკიდი ფესვები უვითარდება. ზოგიერთი ტროპიკული ხის საჰაერო ფესვი ნიადაგს აღწევს. ძლიერ იტოტება, სქელდება და სვეტისებურ საბჯენ ფესვად გარდიქმნება. ოჩოფეხა ფესვებიც საჰაერო ფესვებია, დამახასიათებელი ტროპიკული ზღვების [[სანაპირო ხაზი|სანაპირპებზე]] გავრცელებულ მანგროს მცენარეულობისათვის. მანგროს ხეებსა და ბუჩქებს სასუნთქი ფესვები აქვთ, რომლითაც სავენტილაციო ფესვებს ან პნევმატოფორებსაც უწოდებენ.
 
ფესვებს, რომლიბიც შეიცავენ [[სახამებელი|სახამებელს]], [[შაქარი|შაქრებს]], [[ცხიმები|ცხიმებ]]ს, [[ალკალოიდები|ალკალოიდებ]]ს, [[გუტაპერჩი|გუტაპერჩ]]ს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს, იყენებენ [[მედიცინა |მედიცინა]]სა და [[მრეწველობა]]ში. მცენარეებბს, რომელთაც მძლავრი ფესვთა სისტემა აქვთ, იყენებენ მოძრავი ქვიშების, ეროზირებული ნიადაგების დასამაგრებლად.
 
 
==ზონები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესვი“-დან