ჟან ანტუან ჰუდონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Houdon-diana.jpg|thumb|]]
 
'''ჟან ანტუან ჰუდონი''', ''უდონი'' (დ. [[20 მარტი]], [[1741]], [[ვერსალი]] — გ. [[15 ივლისი]], [[1828]], [[პარიზი]]), [[ფრანგები|ფრანგი]] მოქანდაკე. ევროპის პორტრეტული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
 
[[1764]]-[[1768]] იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] აკადემიის პენსიონერი [[რომი|რომში]], სადაც გაიტაცა ანტიკურმა ხელოვნებამ და ანატომიამ. სახელი გაუთქვა ქანდაკებამ "დიანა" ([[1776]], თაბაშირი, გოთის სასახლის მუზეუმი, [[გერმანია]]), რომელშიც მოდელის არისტოკრატიული დახვეწილობა ერწყმის მკაცრ კლასიცისტურ ფორმებს. შემდომში შექმნა პორტრეტების სერია [[ჟან-ჟაკ რუსო|ჟ. ჟ. რუსო]] ([[1878]], თაბაშირი, სამხატვრო მუზეუმი, [[შვერინი]]), [[ფრანკლინი, ბოსტონი|ბ. ფრანკლინი]] ([[1776]]), [[მირაბო, ონორე გაბრიელ|ო. გ. მირაბო]] ([[1791]], ორივე ტერაკოტა, [[ლუვრი]], პარიზი). [[ვოლტერი]]ს ბიუსტი ([[1776]]) და ქანდაკება ([[1781]], მარმარილო, [[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)| ერმიტაჟი]], [[სანქტ-პეტერბურგი]]). ჰუდონის პორტრეტებისათვის ნიშანდობლივია ფსიქოლოგიური დახასიათების მრავალმხრივობა და სიმახვილე, ფორმის ცოცხალი ძერწვა, სილუეტის სიცხადე, ექსპრესიულობა. მეტი ლაკონურობითა და ბუნებრივობით ხასიათდება ბავშვებისა და ქალების სახეები ("მეუღლის პორტრეტი", [[1787]], თაბაშირი, ლუვრი, პარიზი და სხვ.). [[1805]]-[[1823]] წლებში ჰუდონი ასწავლიდა პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში.