პავლე მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, removed: {{Link FA|el}}, {{Link FA|ml}}, {{Link FA|pt}} using AWB)
'''წმინდა მოციქული პავლე''' ({{lang-el|παΰλος}}, {{lang-he|}} სახელი שָׁאוּל, Scha'ul, აქედან {{lang-la|Saulus}}; გ. [[60]] შემდეგ, [[რომი|რომში]]) — [[ქრისტე]]ს ერთ-ერთი [[ქრისტეს თორმეტი მოციქული|მოციქული]] [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] რელიგიაში. მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა თავთა [[პეტრე მოციქული|პეტრესა]] და პავლეს დღესასწაულს 12 ივლისს აღნიშნავს; კათოლიკური და დასავლეთევროპული ეკლესიები - 29 ივნისს.
 
„საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაიბადა ქ. [[ტარსუსი|ტარსუსში]] ([[კილიკია]]), წარჩინებული [[ებრაელები|ებრაელის]] ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიიღო [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] ფარისეველ [[გამალიელი]]ს სკოლაში. სავლე, თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა [[ქრისტიანთა დევნა]]ში. [[დამასკო]]ს გზაზე მას გამოეცხადა ნათლით მოსილი უფალი იესო ქრისტე და ჰკითხა „საულ, საულ, რაისა მდევნი მე?”. ამ [[სასწაული]]ს შემდეგ სავლე დაბრმავდა. მოგვიანებით [[ანანია (სამოცდაათთაგანი)|მოციქულმა ანანიამ]] უფლის ნებით მოძებნა სავლე, [[ნათლობა|მონათლა]] და თვალები აუხილა. ანანიამსავლეს მასპავლე სახელიეწოდება შეუცვალაშინ როდესაც ელვიმას მოგვს ჩამოაცილებს და დაარქვაგაემგზავრება მმართველ [[სერგის პავლე|სერგის პავლესგან]], რომელიც მმართველობდა კვიპროსზე.
 
ამდამასკოს გზაზე მომხდარი სასწაულის შემდეგ პავლე მოციქულმა იწამა ქრისტე და ქრისტიანობის ძალზედ აქტიური მქადაგებელი გახდა. ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად სამჯერ იმოგზაურა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს ქვეყნებში — [[არაბეთი]]დან ესპანეთამდე. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა [[წმინდა პეტრე]], [[იაკობ ზებედესი|იაკობ]] და [[იოანე ღვთისმეტყველი|იოანე]] მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც [[ბარნაბა (სამოცდაათთაგანი)|ბარნაბა მოციქულთან]] ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.
 
პავლე მოციქული, [[მარკოზ მახარებელი|მარკოზისა]] და [[ბარნაბა (სამოცდაათთაგანი)|ბარნაბას]] თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული [[კვიპროსი]]. ქადაგებისას, პავლე მოციქული მრავალ სასწაულს ახდენდა. ამის შემდეგ იგი [[ლუკა მახარებელის]] და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა [[სირია]], [[კილიკია]] და [[ლიკაონია]], გადავიდა [[ევროპა]]შიც - [[მაკედონია]]ში, იყო [[საბერძნეთი|საბერძნეთშიც]]. ათენში, [[სასამართლო]]ს წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს ქრისტე უქადაგა და მსაჯული [[დიონისე არეოპაგელი]] მოაქცია, რომელიც შემდგომში წმ. პავლეს ერთგული მოწაფე გახდა. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა [[კორინთო]]ში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად [[ეფესო]]სა და [[კესარია]]ში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც მოციქულთა თავმა პავლემ დაითმინა. თავად წერს: „ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. სამ გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან“. (2 კორ. 11,24-26).
170

რედაქტირება