ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 148:
ბალზაკი ცდილობდა, რომ თავისი პერსონაჟები წარმოეჩინა რეალურ ადამიანებად, არც სრულყოფილ იდეალამდე და არც სრულყოფილ ბოროტებამდე დაყავდა ისინი, არამედ ქმნიდა მათ სრულქმნილ ადამიანურ არსებებად. ''„ველის შროშანის“'' პროლოგში ბალზაკი წერს: „იმისთვის რომ სიმართლე წარმოაჩინონ, მწერლები იყენებენ იმ შესაძლო ლიტერატურულ ხერხებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ მაქსიმალურად რეალისტურად ასახონ მათი პერსონაჟების ცხოვრება“. ბალზაკის პერსონაჟები კი იმდენად რეალურები იყვნენ, რომ სამყაროდან ლიტერატურაში ცოცხლად გადმოყვანილ ადამიანებს ჰგავდნენ. ეს რეალისტურობა შეამჩნია [[ოსკარ უაილდი|ოსკარ უაილდმა]], რომელმაც თქვა: „ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია არის ლუსიენ დე რუბამპრეს (''„გამქრალი ოცნებების“'' გმირი) სიკვდილი, ის მიპყრობს მე ჩემი ცხოვრების ბედნიერ წუთებში, მე მახსენდება ის როდესაც ვიცინი“.
 
ამავე დროს, ბალზაკის პერსონაჟები მიეკუთნებიანმიეკუთვნებიან სხვადასხვა სოცლაურისოციალური სტატუსის ადამიანებს: სამხედრო პირებსა და მოხელეებს, არამზადებს, პატიოსან მუშებს, უშიშარ ჯაშუშებს, მიმზიდველ მიჯნურებს. ყოველი ტიპის ადამიანის ასახვა კი ერთმინიშვნელოვნად მწერლის უბადლო ნიჭს უნდა მიეწეროს. როგორც ერთმა კრიტიკოსმა ახსნა: „ბალზაკის სამყაროში არსებობს ცენტრი და მის გარშემო შემოვლებული წრეწირი“.
 
ბალზაკის მიერ მუდმივად გამეორებადი პერსონაჟები ''„ადამიანურ კომედიაში“'' კიდევ უფრო მეტ რეალისტურ ელფერს სძენს მის ნაშრომებს. როჯერსი აღნიშნავს: „როდესაც პერსონაჟები ისევ ჩნდებიან, ისინი არსად არ ქრებიან, არამედ მცირე ხნით საკუთარი პირადი ცხოვრებით ცხოვრობენ, სადაც დროებით ჩვენ არ ვართ დაშვებულები“. ბალზაკი ასევე იყენებდა რეალისტურ ტექნიკას, რომელსაც [[მარსელ პრუსტი|მარსელ პრუსტმა]] „რეტროსპექტიული განათება“ უწოდა, როდესაც პერსონაჟის წასრული მჟღავნდება მისი პირველად გამოჩენის შემდგომ დიდი ხნის შემდეგ.