ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 140:
 
===რეალიზმი===
ბალზაკი თავის შემოქმედებაში პერსონაჟების ასაღწერად და დასახასიათებლად აქტიურად იყენებდა დეტალურ აღწერილობას, განსაკუთრებით კი ნივთებისა და საგნების ზედმიწევნით დახასიათებას, რამაც განაპირობა მისი, როგორც პირველი [[რეალიზმი|რეალისტი]] მწერლის დამკვიდრება ევროპულ ლიტერატურაში. ის ერთი მხრივ, შთაგონებული იყო [[უოლტერ სკოტი]]ს რომანტიკული სტილით, თუმცა, მეორე მხრივ, ცდილობდა ადამიანის არსებობის გამოხატვას დეტალების საშუალებით. „პირადი ცხოვრების ეპიზოდის“ პირველი გამოცემის პროლოგში ბალზაკი წერს: „მხოლოდ დეტალების საშუალებით შეუძლია მწერალს ღირებულება მიანიჭოს თავის ნაშრომებს“. დეკორაციების, ტანსაცმელის და სხვა უამრავი ნივთების დაწვრილებითი დახასიათება ეხმარება მკითხველს პერსონაჟების ცხოვრებაში შეაღწიოს და ნათლად შეიცნოს მათი სამყარო. მაგალითად, ბალზაკის ერთ-ერთმა მეგობარმა იცოდა შპალერის გაკვრა. მწერალმა ეს გამოიყენა თავის წიგნში ''„მამა გორიო“'' ერთ-ერთი პერსონაჟის დასახასიათებლად, სადაც შპალერის დახასიათება და აღწერილობა გამოხატავს იმ სახლში მცხოვრებ ადამიანთა თვისებებსა და აღწერილობას. როგორც ავტორი აღნიშნავს: „ჩემს ქმნილებებში ადგილს ვერ იპოვიან მოგონილი ფაქტები, მე აღვწერ მხოლოდ იმას, რაც ყველგან ხდება“.
 
ზოგიერთი მწერალი მიიჩნევს, რომ ბალზაკის წერის სტილი [[ნატურალიზმი]]ს ნიმუშს განეკუთნება, რომელიც უფრო პესიმისტური და ანალიტიკურია, ვიდრე რეალიზმი და ცდილობს ადამიანთა ქცევების ახსნას გარემოსთან მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით. ფრანგი მწერალისმწერლის, [[ემილ ზოლა]]ს აზრით, ბალზაკი [[ნატურალიზმი]]ს მამაა. ზოლა აღნიშნავდა, რომ თუკი რომანტიკოსები სამყაროს ფერადი ლინზებით ხედავდნენ, ნატურალისტები სუფთა სათვალით აკვირდებოდნენ მას, ზუსტად ისე, როგორც ბალზაკი ცდილობდა, რომ აღეწერა სამყარო მისი ნაშრომებით.
 
===პერსონაჟები===