რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 377:
=== უმაღლესი განათლება ===
სტუდენტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 1995-2009 წლებში, მაგრამ შესაბამისი ასაკის ახალგაზრდობის უმაღლესი განათლების წილი 2005 წელს შეადგენდა მხოლოდ 3 %-ს. 1995-1996 წლებში რუანდაში იყო 3948 სტუდენტი (ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში), 2010 წელს კი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მათი რაოდენობა შეადგენდა 62 736 სტუდენტს. 2008 წელს სახელმწიფოს ფინანსური დახმარება მიიღო 15 710 სტუდენტმა. განათლება ორსაფეხურიანია — ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ასევე გთავაზობენ დაჩქარებული პროგრამით 3 წელიწადში მიიღოთ ეროვნული დიპლომი ვეტერინარიაში, მედიცინაში, ტექნოლოგიაში და პედაგოგიკაში, რაც არ ედრება ბაკალავრიატს.
 
== მეცნიერება ==
რუანდაში, ქალაქ ბუტარაში მოქმედებს აგრონომიული კვლევების ინსტიტუტი (დაარსდა 1932 წელს) 6 ფილიალით ქვეყნის სხვა ქალაქებში, სამშვიდობო დიალოგის ინსტიტუტი (2002 წლიდან), ასევე სამეცნიერო მუშაობა, უპირატესად გამოყენებითი ხასიათის, მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების დიდ ნაწილში.
 
== არქიტექტურა ==
ხალხური [[სახლი]] უპირატესად მრგვალია. სახლების [[კარკასი (კონსტრუქცია)|კარკასი]] შედგება თხელი ხის ძელებისგან, რომლებიც ერთმანეთზე გადაკვანძულია ტოტებით, [[ლელქაში]]თ და [[ბალახი]]თ. საცხოვრებელის შიგნით თიხისგან გაკეთებული კედლები მოხატულია გეომეტრიული ორნამენტებით. შიდა სივრცის [[ქალაქმშენებლობის ზონირება|ზონირება]] ხდება ორნამენტებიანი ხალიჩების გამოყენებით.
 
ერთი ოჯახის [[ქოხი]] მდებარეობს დამოუკიდებლად, ეზოსთან ერთად, [[ბეღელი]]ს და «წინაპრების სულების» ქოხის გვერდით. [[ეზო]] შემოფარგლულია.
 
[[დასახლებული პუნქტი|დასახლება]] როგორც წესი მდებარეობს გორაკების წვერზე და ფერდოებზე.
 
თანამედროვე სახლები მართკუთხაა, [[აგური]]სგან აგებული, ორმაგ დაფერდებიანი კრამიტის სახურავით, [[ვერანდა|ვერანდებით]] და ფანჯრებით.
 
ქალაქმშენებლობა ნაკლებადაა განვითარებული.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან