ჩინგიზ-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 50:
 
=== ბრძოლა ჰეგემონიისათვის სტეპში ===
ტოორილ-ხანის დახმარებით თემუჩინის ძალები თანდათანობით გაიზარდა. მასთან თავი მოიყარეს ნუკერებმა. იგი თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, აფართეობდა და აძლიერებდა სამფლობელოს. სხვა დამპყრობლებისაგან ერთი თვისებით გამოირჩეოდა, ბრძოლის დროს ცდილობდა სიცოცხლე შეენარჩნებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის, რათა შემდეგში ისინი თავის სამსახურში ჩაეყენებინა.
 
თემუჩინის პირველი სერიოზული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ მერკიდები, რომლებიც მოქმედებდნენ ტაიჩიუტების მხარდაჭერით. მერკიდებმა გადაწყვიტეს ოელუნის მოტაცებისათვის შური ეძიათ. ისინი მოხუცი ოელუნის დასაბრუნებლად კი არა, თემუჩინის ახალგაზრდა ცოლის ბორტეს წასაყვანად მოვიდნენ<ref>ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 62</ref>. მერკიდებს ბანაკი ცარიელი დახვდათ, მაგრამ თავდამსხმელებმა მალევე იპოვეს ოთხთვალაში ჩამალული ბორტე, რომელიც ამ პერიოდში სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ელოდებოდა პირველ შვილს [[ჯუჩი]]ს.
 
[[1184]] წელს თემუჩინმა ვან-ხანისა და მისი კერეიტების ტომის დახმარებით მერკიდები გაანადგურა. ბრძოლა მოხდა მდინარე [[სელენგა]]სთან დღევანდელი [[ბურიატეთი]]ს ტერიტორიაზე. ბრძოლის შედეგად თემუჩინმა [[ბორტე]] დაიბრუნა<ref>ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 68</ref>.
 
=== დიდი ხანის რეფორმები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩინგიზ-ყაენი“-დან