პოლიკარპე მურღულია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოვიღე {{მმ|}}. სხვა მურღულია არსებობს?
ხაზი 6:
[[1921]] წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ თეატრისადმი სიყვარულმა გადასძლია და [[აკაკი ფაღავა]]ს ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრიდან არსებული სტუდიის დამთავრების შემდეგ აქვე დაიწყო მოღვაწეობა. რუსთაველის თეატრიდან [[კოტე მარჯანიშვილი]]ს წასვლის შემდეგ იგი თან გაყვა თავის მასწავლებელს ქუთაისში და მხარში ედგა ახალი თეატრის ჩამოყალიბების საქმეში. პ. მურღულიას მცირე წვლილი როდი მიუძღვის [[1929]]-[[1930]] წლებში ამ სახელოვანი კოლექტივის გასტროლებში, როდესაც თეატრმა თავისი მდიდარი შემოქმედება გაიტანა ხარკოვსა და მოსკოვში.
 
კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ პოკო მურღულია წავიდა თეატრიდან და „სახკინმრეწვში“ დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა ფილმებში: „პრომეთე“, „ზაპოროჟიელი დუნაის გაღმა“ და სხვა. ამ ფილმებში სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ [[შოთა ნოზაძე]] და ჩვენი სახელოვანი მომღერლის [[ნანი ბრეგვაძე|ნანი ბრეგვაძის]] მამა — [[გიორგი ბრეგვაძე|გიორგი (გიგა) ბრეგვაძე]].
 
ნიჭიერი ხელოვანი გამოირჩეოდა შესაშური ორგანიზატორული უნარითაც. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსტაველის თეატრის, სახელმწიფო ცირკის, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორად. დიდი ღვაწლისა და უანგარო ამაგისათვის მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. დაჯილდოვებული იყო ორდენებით და მედლებით.