აკაკი ფაღავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
[[1915]] წელს ა. ფაღავა სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. შემდეგ, რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის თეატრებში, მთელ ენერგიას ახმარდა მისი განვითარების საქმეს.
 
მართალია, ამ დროისათვის საქართველო განიცდიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, მაგრამ ახალგაზრდა ხელოვანი არ შეუშინებია სიძნელეებს, [[1920]] წელს შეაგროვა დაქსაქსული მსახიობები, შეადგინა დასი, სპექტაკლების მოსამზადებლად დაბა სურამში წაიყვანა, იქიდან დაბრუნებულნი ძალით შეიჭრნენ არტისტული საზოგადოების (დღევანდელი რუსთაველის თეატრი) შენობაში და „ტარტოს“ სპექტაკლების პარალელურად შეუდგნენ ქართული წარმოდგენების გამართვას. ასე განაგრძო იმ თეატრმა არსებობა, რომელიც დღეს რუსთაველის სახელით არის ცნობილი. [[1922]] წელს აკაკი ფაღავამ თბილისში საფუძველი ჩაუყარა [[ფაღავას სტუდია|თეატრალურ სტუდიას]], რომელსაც [[1924]] წელს თეატრალური ინსტიტუტის უფლებები მიენიჭა, ხოლო [[1939]] წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ღვაწლმოსილი რეჟისორი წლების მანძილზე იყო ამ ინსტიტუტის პრორექტორი და თეატრის ისტორიის კათედრის გამგე სიცოცხლის ბოლომდე. აღსანიშნავია ისიც, რომ ა. ფაღავამ [[1924]] წელს თბილისის კონსერვატორიასთან ჩამოაყალიბა საოპერო სტუდია და ხელმძღვანელობდა საოპერო კლასს. მასვე ეკუთვნის საქართველოში თეატრალური საზოგადოების დაარსების პრიორიტეტი.
 
ფასდაუდებელია ა. ფაღავას, როგორც რეჟისორის, თეატრმცოდნეობის ღვაწლი. მან ჯერ კიდევ 21 წლისამ გამოაქვეყნა ბროშურა „ქართული თეატრი“. საინტერესო ნაშრომმა ქართულ საზოგადოებაში ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ქართული თეატრალური ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეს, [[1962]] წელს მინიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება, დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ფაღავა“-დან