ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 127:
ბალზაკმა [[1832]] წელს ანონიმური წერილი მიიღო [[ოდესა|ოდესიდან]] მისი თაყვანისმცემლისგან, სადაც „უცნობი“ მწერალს აკრიტიკებდა „''[[შაგრენის ტყავი|შაგრენის ტყავში]]“'' გამოხატული ცინიზმისა და ათეისტური დამოკიდებულებისათვის, ასევე ქალების უარყოფითი დახასიათებისათვის. ბალზაკმა ამ კრიტიკას ფრანგულ ჟურნალში უპასუხა იმ იმედით, რომ „უცნობი“ მას წაიკითხავდა. ასე დაიწყო თხუთმეტწლიანი მიწერ-მოწერა ბალზაკსა და მის მომავალ მეუღლეს, [[ეველინა განსკა]]ს შორის.
 
განსკა დაქორწინებული იყო ოცი წლით უფროს, მდიდარ პოლონელ მიწათმფლობელზე და [[კიევი]]ს მახლობლად ცხოვრობდა. ქორწინება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ბალზაკი და განსკა ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს [[1834]] წელს [[შვეიცარია]]ში და [[1835]] წელს [[ვენა]]ში. მათ გადაწყვიტეს, რომ ექორწინათ ეველინას მეუღლის გარდაცვალების შემდგომ. ეველინა განსკა ბალზაკის მიმართ განსაკუთრებულ სულიერ და ემოციურ სიახლოვეს გრძნობდა, რაც ასახულია მწერლისა და ეველინას მიმოწერებში, სადაც ვნება, მოთმინება და მოკრძალება საოცარი ბალანსითაა შერწყმული. მათი მეორე შეხვედრის შემდგომ, [[1835]] წელისწლის ივნისში ბალზაკის მიერ ეველინასადმი მიწერილ სასიყვარულო წერილში გადმოცემულია მწერლის სულიერი მდგომარეობა და განცდები, რომელის ინსპირაცია ავტორის შემოქმედებაშიც აისახა: „თუკი შეიძლება რაიმეს ეწოდოს სიგიჟე, ეს შენდამი სიყვარულია. ყველა ჩემი ფიქრი და გრძნობა შენში ცხოვრობს. ეს არის სიგიჟე, რომელმაც მთელი ჩემი პიროვნება მოიცვა და რაც მაშინებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს ცხოვრება, არასდროს მიგრძვნია და განმიცდია, არასოდეს მიცხოვრია ისე, როგორც ახლა შენი ფიქრებით თავდაკარგულითავდაკარგულს. შენ ყოველივე შთანთქე ჩემში. მე ვცხოვრობ ოცნებაში, სადაც ერთი წამი ათას წელს გრძელდება. მე ვიღებ შენს ბარათს და ვესაუბრები მას და გხედავ შენ ჩემს წინ ისევე ცხადად, როგორც გუშინ. მე ვუმეორებ საკუთარ თავს „ის ჩემია“. ანგელოზებიც კი არ არიან ისეთი ბედნიერნი სამოთხეში, როგორც მე შენს გვერდით“.
[[ფაილი:Père-Lachaise - Division 48 - Balzac 04.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|[[პერ-ლაშეზი]]ს სასაფლაო, [[პარიზი]]]]
ეველინა განსკის მეუღლე [[1841]] წელს გარდაიცვალა და ბალზაკისა და ეველინას რომანმა ოფიციალური სახე მიიღო. [[1843]] წელს ბალზაკი ეველინას [[სანკტ-პეტერბურგი|სანკტ-პეტერბურგში]] ეწვია. ეკონომიკური სიდუხჭირისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, მათ საბოლოოდ [[1850]] წლის 14 მარტს იქორწინეს.
ხაზი 133:
მიუხედავად იმისა, რომ ბალზაკი გვიან დაქორწინდა, მას უკვე ჰქონდა დაწერილი ორი ტრაქტატი ქორწინების შესახებ: ''„ქორწინების ფსიქოლოგია“'' და ''„ქორწინების სცენები“''. აპრილის ბოლოს ახალდაქორწინებულები [[პარიზი|პარიზში]] გაემგზავრნენ. ბალზაკის მდგომარეობა მგზავრობისას ძალიან გაუარესდა. ეველინა თავის ქალიშვილს ბალზაკის მდგომარეობას ატყობინებს და წერს, რომ მწერალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ბალზაკი და ეველინა პარიზში 20 მაისს ჩავიდნენ, მწერლის ორმოცდამეთერთმეტე დაბადების დღეზე.
 
ქორწინებიდან ხუთი თვის შემდეგ, 18 აგვისტოს, ბალზაკი გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს მწერალთან მხოლოდ დედა იმყოფებოდა. ბალზაკი დაასაფლავეს [[პარიზი|პარიზში]], [[პერ-ლაშეზი]]ს სასაფლაოზე. დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა [[ვიქტორ ჰიუგო]] , რომელმაც დიდი მწუხარება გამოთქვა მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და იქ მყოფთ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დღეს ჩვენ შავები გვაცვია, რადგან მოკვიკვდამოგვიკვდა გენიოსი, ერი გლოვობს გენიოსის გარდაცვალებას“. ცერემონიას ესწრებოდა თითქმის ყველა პარიზელი მწერალი მათ შორის: [[ალექსანდრ დიუმა (უფროსი)]], [[ალექსანდრ დიუმა (უმცროსი)]], [[ფრედერიკ ლემეტრი]], [[გუსტავ კურბე]].
 
== სტილი ==