ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 116:
ბალზაკს სამუშაო განრიგი შემდეგნაირად ჰქონდა გაწერილი. ის მსუბუქად სადილობდა შუადღის ხუთ-ექვს საათზე, შემდეგ კი შუაღამემდე ეძინა. გაღვიძების შემდეგ ძალიან დიდხანს მუშაობდა, ხშირად გადაბმულად თხუთმეტ საათს დღეში. როგორც თავად ბალზაკმა აღნიშნა, ერთხელ მან 48 საათი იმუშავა სამ საათიანი შესვენებით. მუშაობის დროს ბალზაკი უზომო რაოდენობის ყავას სვამდა.
 
ბალზაკს მუშაობის პროცესში და წიგნის გამოცემის შემდეგაც უამრავი დამატებები, შესწორებები და ცვლილებები შეჰქონდა ნაშრომში, რისთვისაც მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა ხდებოდა საჭირო , როგორც მწერლისთვის, ასევე გამომცემლისთვისაც. საბოლოოდ, დასრულებული ნაშრომი სრულიად განსხვავებული იყო წიგნის ორიგინალური ვერსიისგან.
 
ბალზაკი ერიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, თუმცა, ის ყოველთვის ინარჩუნებდა კონტაქტს სოციალურ გარემოსთან. მისი „განდეგილობა“ განპირობებული იყო, ერთი მხრივ, დროის უქონლობით., მეორე მხრივ კი, გაუცხოების გრძნობით. ის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა არა საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნას, არამედ მათ ასახვას საკუთარ ნაშრომებში. ბალზაკი მეგობრობდა [[თეოფილ გოტიე]]სთან და [[შარლ დე ბერნარ]]თან. ის იცნობდა [[ვიქტორ ჰიუგო]]ს. ბალზაკი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა შატო-დიუ-საშეში, მისი მეგობრის სახლში, [[ტური (საფრანგეთი)|ტურის]] მახლობლად. მისი ბევრი პერსონაჟი სწორედ ამ სახლში, მეორე სართულის პატარა საძინებელ ოთახში შექმნა მწერალმა. ამჟამად შატო წარმოადაგენს ბალზაკის მუზეუმს.
 
ბალზაკს ოთახში ედგა [[ნაპოლეონი]]ს ბიუსტი, რომელზეც ეწერა: „ის რაც ნაპოლეონმა ხმლით დაიპყრო, მე მას კალმით დავიპყრობ“.