ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
ბალზაკი ჩვილობიდანვე სახლიდან მოშორებით ძიძასთან იზრდებოდა. ასევე მისი და, ლაურაც (როგორც ეს მიღებული იყო იმ დროს საშუალო და მაღალი კლასის საზოგადოებაში). ოთხი წლის შემდეგ, ბავშვები სახლში დაბრუნდნენ, თუმცა, მშობლებმა მათ მიმართ გულცივი და დისტანციური დამოკიდებულება დაიჭირეს, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად იმოქმედა მწერალზე. ბალზაკს 1835 წლის ნოველაში ''„ველის შროშანი“'' დახასიათებული ყავს ბოროტი აღმზრდელი, მის კაროლინი, რომელიც მისი მომვლელის პროტოტიპს წარმოადგენს.
 
ათი წლის ასაკში ბალზაკი ორატორის სახელობის სკოლაში მიაბარეს, სადაც ის შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. ბალზაკს მამა მცირეოდენ სახარჯ ფულს აძლევდა, თუმცა, ეს ძალზედ სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა მას მათი თანაკლასელების წინაშე, რომლებიც გაცილებით მდიდრები იყვნენ.
 
ბალზაკს უჭირდა სკოლის მასალის ათვისება, რადგან სწავლის მეთოდი ორიენტირებული იყო პროგრამული მასალის დაზეპირებაზე და არა ანალიზზე. ამის გამო, ბალზაკი ხშირად ხვდებოდა ურჩი ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახში, სადაც ისჯებოდა. მოგვიანებით, როდესაც სკოლის დარაჯს ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა ბალზაკი, მან უპასუხა: „ მახსოვს„მახსოვს თუ არა ბალზაკი? ვფიქრობ, დიახ. მე მქონდა პატივი ასჯერ მაინც წავძღოლოდი მას დილეგში“. თუმცა, მარტო გატარებული დრო „დილეგში“ ხელსაც აძლევდა ბალზაკს უამრავი დრო დაეთმო წიგნების კითხვისთვის.
 
„ადამიანურ კომედიაში“ მწერალს ბავშვობისდროინდელი ბევრი მოგონება აქვს აღწერილი.ასევე, იმ ადამიანების ცხოვრებაც, რომლებიც იმ დროს მის გვერდით იყვნენ. ბალზაკის 1832 წელს დაწერილ ნოველაში „ლუი ლამბერი“ ასახულია ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება ორატორის სკოლაში. ნოველაში მთხრობელი წერს: „ის კითხულობდა ყველანაირ წიგნებს განურჩევლად მისი რელიგიური, ისტორიული, ლიტერატორული, ფილოსოფიური თუ ფსიქიკური ხასიათისა. მან მიამბო, რომ ის გრძნობდა ენით აუღწერელ სიამოვნებას, როდესაც კითხულობდა ლექსიკონებს, სხვა წიგნის არ ქონის შემთხვევაში“.