ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
 
===ადრეული ცხოვრება===
ბალზაკი ჩვილობიდანვე სახლიდან მოშორებით ძიძასთან იზრდებოდა. ასევე მისი და, ლაურაც (როგორც ეს მიღებული იყო იმ დროს საშუალო და მაღალი კლასის საზოგადოებაში). ოთხი წლის შემდეგ, ბავშვები სახლში დაბრუნდნენ, თუმცა, მშობლებმა მათ მიმართ გულცივი და დისტანციური დამოკიდებულება დაიჭირეს, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად იმოქმედა შემდგომში მწერალზე. ბალზაკს 1835 წლის ნოველაში ''„ველის შროშანი“'' დახასიათებული ყავს ბოროტი აღმზრდელი, მის კაროლინი, რომელიც მისი მომვლელის პროტოტიპს წარმოადგენს.
 
ათი წლის ასაკში ბალზაკი ორატორის სახელობის სკოლაში მიაბარეს, სადაც ის შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. ბალზაკს მამა მცირეოდენ სახარჯ ფულს აძლევდა, თუმცა ეს ძალზედ სასაცილო მდგომარეობაში აყენებდა მას მათი თანაკლასელების წინაშე, რომლებიც გაცილებით მდიდრები იყვნენ.