რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 197:
 
გაიგო რა რუანდაში გენოციდის შესახებ, რპფ-ს ლიდერმა [[პოლ კაგამე]]მ დაიწყო თავისი რაზმების მომზადება მეზობელი ქვეყნებიდან რუანდაში შესაჭრელად. შედეგად დაიწყო სამოქალაქო ომი. ტუტსის ტომის მოსახლეობამ რპფ-ს ხელმძღვანელობით დაიწყო მოძრაობა დედაქალაქ კიგალისაკენ და ივნისისთვის დაიკავა ქვეყნის ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი. ათასობით სამოქალაქო პირი იქნა მოკლული კონფლიქტის დროს. [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს პასუხი გაეცათ UNAMIR-ის თხოვნებზე რათა გაზრდილიყო მშვიდობისმყოფელების კონტიგენტი. რპფ-ს კონტროლს გარეშე დარჩენილი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]]. [[ფრანგები|ფრანგებმა]] თავიანთი დესანტის გადმოსხმა ოფიციალურად ახსნეს, როგორც მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილების მცდელობისათვის აუცილებელი პირობა, მაგრამ ფაქტიურად ჰუტუს ტომის მოსახლეობის მასიური მკვლელობები გრძელდებოდა მათ მიერ კონტროლირებად ზონებშიც<ref>[http://www.dailymotion.com/video/x8b58e_rwanda-un-genocide-made-in-france_news RWANDA, Un génocide made in France - Vidéo Dailymotion]</ref>.
 
==== სამოქალაქო ომის დასასრული ====
1994 წლის ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ტუტსის ტომის ჯარი, [[პოლ კაგამე]]ს მეთაურობით შევიდა [[კიგალი]]ში და სულ მალე დაიკავა ქვეყნის ყველა ნაწილი. შედეგად გენოციდი დამთავრდა, მაგრამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხელახლა დაიწყო დევნილების ტალღის გადინება, ოღონდ ამ შემთხვევაში დევნილები იყვნენ ჰუტუს ტომის წარმომადგენლები, რომლებსაც ეშინოდათ ტუტსის წარმომადგენლების მიერ სამაგიეროს გადახდის. მეზობელ ბურუნდიში, ტანზანიაში, უგანდაში და ზაირში შეიქმნა დევნილების ბანაკები.
 
ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ პოლ კაგამემ ჩამოაყალიბა ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჰუტუს ტომის პრეზიდენტის — [[პასტერ ბიზიმუნგუ]]ს მეთაურობით. თვითონ პოლ კაგამე გახდა თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის ქარიზმატული ლიდერი.
 
1997 წლის ოქტომბერში დევნილების უზარმაზარი რაოდენობა — 600 000 ადამიანზე მეტი — უკან, რუანდაში დაბრუნდა. ამ მასობრივი რეპატრიაციის შემდეგ დაბრუნება დაიწყო კიდევ 500 000 დევნილმა ტანზანიიდან. არა ნაკლებ 100 000 რუანდელისა რჩება სამშობლოს ფარგლებს გარეთ. რუანდაში ითვლება, რომ ესენი არიან ყოფილი მთავრობის განადგურებული არმიის და მათი მოკავშირე სამოქალაქო პირების — [[ინტერაჰამვე]]ს ნარჩენები. კონგოს აღმოსავლეთ ნაწილის ტყეებში რჩებიან გენოციდთან არანაირი კავშირის მქონე ჰუტუს ტომის დევნილები, კერძოდ, რუტშურუს, მასისის და ბუკავუს რაიონებში, — რომლებიც დეზინფორმირებულები იყვნენ აჯანყებულების მიერ და მათ ატყუებდნენ, რომ რუანდაში დაბრუნებისთანავე იქნებოდნენ მოკლულები. მიუხედავად ამისა, იმის მერე დევნილების უმრავლესობა დაბრუნდა და ქვეყანა მთლიანობაში ტურისტებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
 
რუანდის ყავამ მოიპოვა სულ უფრო მეტი მნიშვნელობა საერთაშორისო ბაზარზე, მის განაშენიანებაში და მოვლა-შენახვაში [[აშშ]]-მა ჩადო 8 მილიონი დოლარი. რუანდა დღეისათვის იღებს განსაზღვრულ შემოსავალს ყავის და ჩაის ექსპორტისაგან, თუმცა მისთვის ძნელია კონკურენცია გაუწიოს მის უფრო დიდ მწარმოებლებს. მაგრამ შემოსავლების ძირითადი წყარო მაინც ტურიზმია — განსაკუთრებით, მთის გორილების საცხოვრებელი ადგილების მონახულება. ასევე ტურისტების ინტერესს წარმოადგენს «ლეს ნიუნგვეს» (მსოფლიოში ერთ-ერთი უკანასკნელი მაღლობი ტროპიკული ტყე) და აკაგერას (საფარი-პარკი) ეროვნული პარკები, ასევე დასვენება გისენის და კიბუეს ტბებთან.
 
2000 წელს პასტერ ბიზიმუნგუს მთავრობა კრიზისის გამო დაითხოვეს, ხოლო პრეზიდენტი პოსტიდან გადააყენა პოლ კაგამემ. პასტერ ბიზიმუნგუმ დააარსა ოპოზიციური პარტია — PDR, მაგრამ ის აკრძალა პოლ კაგამეს მთავრობამ. პასტერ ბიზიმუნგუ დააპატიმრეს 2002 წელს სამშობლოს გაყიდვის ბრალდებით და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 15 წელი, მაგრამ გაანთავისუფლეს პრეზიდენტის ამნისტიით 2007 წელს.
 
===== პირველი და მეორე კონგოს ომი =====
ჰუტუს ტომის შეიარაღებული ძალების — [[ინტერაჰამვე]]საგან ქვეყნის დაცვის მიზნით, რომლებიც გაიქცნენ [[ზაირი]]ს (დღევანდელი [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა]]) აღმოსავლეთ ნაწილში, რპფ-ს ჯარები 1996 წელს შეიჭრნენ ზაირის ტერიტორიაზე. ამ შეჭრაში რუანდის მოკავშირე გახდა კონგოს განთავისუფლების დემოკრატიული ძალების ალიანსი, რომელსაც მეთაურობდა [[ლორან-დეზირე კაბილა]] — ზაირის დიქტატორის [[მობუტუ სესე სეკო]]ს ძველი მტერი. შეჭრას ასევე მხარი დაუჭირა უგანდის ჯარებმა, რომლებიც ზაირში შევიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ამ მოვლენებმა სახელად მიიღო [[კონგოს პირველი ომი]].
 
კონფლიქტის დროს ლორან-დეზირე კაბილამ, ვისი ძირითადი მიზანიც იყო მობუტუს ჩამოგდება, ჯარი წაიყვანა [[კინშასა]]ს მიმართულებით. 1997 წელს მობუტუ გარდაიცვალა პროსტატიტის კიბოსგან და კაბილამ დაიპყრო კინშასა, ხოლო შემდეგ გახდა ზაირის პრეზიდენტი, რომელსაც მან სახელი გადაარქვა და უწოდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამის შემდეგ კაბილას აღარ სჭირდებოდა ტუტსის ტომის წარმომადგენლების რპფ-სთან და უგანდის ჯარებთან კავშირი. 1998 წლის აგვისტოში მან მოთხოვა მათ დაეტოვებინათ ქვეყანა. მაგრამ არც ტუტსის ტომის შეიარაღებულ ძალებს და არც [[იოვერი მუსევენი]]ს უგანდის ჯარს არც უფიქრიათ ქვეყნის დატოვება, რამაც გამოიწვია [[კონგოს მეორე ომი]].
 
კონგოს მეორე ომის დროს რუანდელი ტუტსის ტომის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს კივუს პროვინციის ანექსირება, რომ გაეწმინდათ იგი ჰუტუს ტომის დევნილების ბანაკებისგან. უგანდამ და რუანდამ თითქმის შეძლო დაეკავებინა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილი. მაგრამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო SADK-ის (სამხრეთ აფრიკის განვითარების თანამეგობრობა) წევრი და პრეზიდენტმა ლორან-დეზირე კაბილამ სთხოვა მის სხვა წევრ სახელმწიფოებს დახმარება. შედეგად კონფლიქტი რეგიონალურიდან გადაიზარდა საერთო აფრიკულში. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაეხმარა [[ანგოლა]] და [[ზიმბაბვე]]. გაერთიანებულმა არმიამ შეძლო დაებრუნებინა რუანდელების და უგანდელების მიერ დაკავებული ყველა დაპყრობილი ტერიტორიები.
 
ლორან-დეზირე კაბილა მოკლული იქნა 2001 წელს და იგი შეცვალა მისმა შვილმა — [[ჟოზეფ კაბილა]]. 2002 წლის 20 ივლისს [[პრეტორია]]ში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ჟოზეფ კაბილასა და რუანდის ტუტსის ტომის წარმომადგენელ პრეზიდენტ [[პოლ კაგამე]]ს შორის რუანდის ჯარის 20-ათასიანი კონტიგენტის გაყვანაზე, ტუტსის ტომის ორგანიზაციის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურ აღიარებაზე, ჰუტუს ტომის შეიარაღებული ძალების განიარაღებაზე.
 
დღეისათვის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კვლავ მიმდინარეობს ომი, რომელიც დაიწყო 2012 წელს კივუს პროვინციაში გაეროს მშვიდობისმყოფელებით მხარდაჭერილ პრეზიდენტ კაბილას სამთავრობო ჯარებსა და [[23 მარტის მოძრაობა|«23 მარტის მოძრაობის»]] აჯანყებულებს შორის, რომლებსაც ეხმარება რუანდა და უგანდა.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან