რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 185:
 
1988 წელს ბურუნდის მთელ ჩრდილოეთ ნაწილს გადაუარა ძალადობის ტალღამ ტუტსის ტომის მოსახლეობის მიმართ, რის პასუხადაც ტუტსის ტომის არმიამ დახოცა დაახლოებით 20 ათასი ჰუტუს ტომის წარმომადგენელი. დევნილების ახალი ტალღა გაემართა ტანზანიაში და კონგოში.
 
==== სამოქალაქო ომი ====
ტუტსის ტომის მოსახლეობის დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა [[იოვერი მუსევენი]]ს აჯანყებულთა ძალებს [[უგანდის სამოქალაქო ომი]]ს დროს, რომელიც მათი გამარჯვებით დამთავრდა 1986 წელს. მათ შორის იყვნენ ფრედ რვიგიემა და [[პოლ კაგამე]], რომლებმაც დევნილებისაგან ჩამოაყალიბეს [[რუანდის პატრიოტული ფრონტი]] (რპფ) — რუანდის ტუტსის ტომის აჯანყებულთა ჯგუფი. 1990 წლის 1 ოქტომბერს რპფ-ს არმია შეიჭრა რუანდაში [[უგანდა|უგანდის]] ბაზიდან. სამი წლის განმავლობაში ჰუტუს ტომის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისა და მრავალრიცხოვანი სამშვიდობო შეთანხმებების შემდეგ 1993 წლის აგვისტოში მხარეებმა ხელი მოაწერეს «საბოლოო» შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ცნობილს როგორც არუშის შეთანხმება.
 
სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ბურუნდის არჩეული პრეზიდენტი, ჰუტუს ტომის წარმომადგენელი მელქიორ ნდადაიე, მოკლული იქნა ტუტსის ტომის ჯარისკაცების მიერ 1993 წლის ოქტომბერში<ref>{{Cite news|title=Timeline: Burundi|publisher=[[BBC News]]|date=30 October, 2008|accessdate=30 April, 2009|quote=1993October - Tutsi soldiers assassinate Ndadaye|url=http://news.bbc.co.uk/1/hi/world/africa/1068991.stm}}</ref>. [[ბურუნდი]]ში დაიწყო გაცხარებული სამოქალაქო ომი ტუტსის და ჰუტუს ტომის მოსახლეობას შორის. ეს კონფლიქტი გადავიდა რუანდის ტერიტორიაზე და ამ ორ ტომს შორის არსებულმა ბეწვზე მყოფმა სიმშვიდემ საკმაოდ საშიში ფორმა მიიღო. თუმცა [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]მ გააგზავნა სამშვიდობო ძალები, რომელსაც ერქვა რუანდის დასახმარებელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია (UNAMIR), მაგრამ მისია სუსტად იყო დაკომპლექტებული და მნიშვნელოვნად არაეფექტური სამოქალაქო ომის პირობებში საბრძოლველად. გაეროს ძალების გენერალ-ლეიტენანტი რომეო დალერუს გარდაუვალი გენოციდის საფრთხის თავიდან ასაცილებლად უარი ეთქვა დამატებითი ჯარების გამოყოფაზე<ref>{{Cite news|title=As genocide raged, general's pleas for help ignored|first=Ken|last=Shiffman|url=http://edition.cnn.com/2008/WORLD/africa/11/13/sbm.dallaire.profile/index.html|agency= |newspaper= |publisher=[[CNN]]|date=10 December, 2008|accessdate=10 December 2009}}</ref>.
 
===== გენოციდი რუანდაში (1994 წელი) =====
1994 წლის 6 აპრილს თვითმფრინავი, რომელშიც იჯდნენ რუანდის პრეზიდენტი [[ჟიუვენალ ჰაბიარიმანა]] და ბურუნდის პრეზიდენტი [[სიპრიენ ნტარიამირა]], ჩამოვარდა [[კიგალი]]ს [[აეროპორტი|აეროპორტში]] დაჯდომისას<ref>{{Cite web|url=http://www.globalsecurity.org/military/world/war/rwanda.htm|title=Rwanda Civil War|date=2005-04-27|accessdate=2006-12-04|publisher=GlobalSecurity.org, Alexandria, US}}</ref>. ამ დროს ორივე პრეზიდენტი დაიღუპა.
 
ამ მოვლენამ შეძრა მთელი რუანდა: ორივე პრეზიდენტი ჰუტუს ტომის წარმომადგენელი იყო, რის შედეგადაც ჰუტუს შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაიწყეს ტუტსის ტომის წარმომადგენლების ტერიტორიების ალყაში მოქცევა და მათი დახოცვა, რადგან ავიაკატასტროფის მთავარ დამნაშავეებად ისინი ჩაითვალენ. მკვლელობების ტალღა სწრაფად გავრცელდა [[კიგალი]]დან ქვეყნის ყველა კუთხეებში. 6 აპრილიდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდში გაჩაღდა მასობრივი მკვლელობები: ჰუტუს ტომის მოსახლეობის შეიარაღებულმა ჯგუფებმა ([[ინტერაჰამვე]]) მოკლეს 500 000-დან 1 000 000-მდე ტუტსის ტომის და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომის მაცხოვრებელი. ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ თვით რიგითი მოქალაქეებიც კი იყვნენ დავალებულები, რომ მოეკლად თავისი მეზობელი. გენოციდისკენ უბიძგებდნენ მასმედიის ორგანოები, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ტუტსის ტომის მოსახლეობაზე ძალადობისკენ.
 
გაიგო რა რუანდაში გენოციდის შესახებ, რპფ-ს ლიდერმა [[პოლ კაგამე]]მ დაიწყო თავისი რაზმების მომზადება მეზობელი ქვეყნებიდან რუანდაში შესაჭრელად. შედეგად დაიწყო სამოქალაქო ომი. ტუტსის ტომის მოსახლეობამ რპფ-ს ხელმძღვანელობით დაიწყო მოძრაობა დედაქალაქ კიგალისაკენ და ივნისისთვის დაიკავა ქვეყნის ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი. ათასობით სამოქალაქო პირი იქნა მოკლული კონფლიქტის დროს. [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვეს პასუხი გაეცათ UNAMIR-ის თხოვნებზე რათა გაზრდილიყო მშვიდობისმყოფელების კონტიგენტი. რპფ-ს კონტროლს გარეშე დარჩენილი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]]. [[ფრანგები|ფრანგებმა]] თავიანთი დესანტის გადმოსხმა ოფიციალურად ახსნეს, როგორც მასობრივი მკვლელობების თავიდან აცილების მცდელობისათვის აუცილებელი პირობა, მაგრამ ფაქტიურად ჰუტუს ტომის მოსახლეობის მასიური მკვლელობები გრძელდებოდა მათ მიერ კონტროლირებად ზონებშიც<ref>[http://www.dailymotion.com/video/x8b58e_rwanda-un-genocide-made-in-france_news RWANDA, Un génocide made in France - Vidéo Dailymotion]</ref>.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან