ფსიქიატრია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|ro}} using AWB)
 
მეცნიერული ფსიქიატრიის განვითარებას [[საქართველო]]ში საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც [[1921|1921 წელს]] [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სამკურნალო ფაკულტეტთან შეიქმნა ფსიქიტრიის კლინიკა, ხოლო [[1925|1925 წელს]] ფსიქიატრიის ინსტიტუტი. ფსიქიატრიის დარგისა და ფსიქონევროლოგიურ დახმარების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით [[მიხეილ ასათიანი|მიხეილ ასათიანს]] და მის უახლოეს თანამშრომლებს [[ავლიპი ზურაბაშვილი|ავლიპი ზურაბაშვილს]], ა. გოცირიძეს, ი. მენთეშაშვილს, ე. გობრონიძეს და სხვ. [[1930|1930 წელს]] დაარსდა საქართველოს ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოება. [[1967|1967 წელს]] თბილისში ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სემინარი ფსიქიატრიის დარგში, ხოლო [[1970]]-[[1973]] წლებში მოეწყო ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის სიმპოზიუმები [[შიზოფრენია|შიზოფრენიის]] საკითხებზე.
== კლასიფიკაცია ფსიქიკური აშლილობის ==
=== შიზოფრენია ===
ფსიქიკური დაავადება შიზოფრენია დღეს ძალიან გავრცელებული დაავადებააა, განსაკუთრებით არის აღსანშნავი ამერიკის შეერტებული შტატები სადაც მეცნიერთა კვლევამ აჩვენა რომ სრულიად მოსახლეობის 1 პროცენტი დაავადებულია შიზოფრენიით განსაკუტრებით ახლაგაზრდები რომელთა ასაკი მერყეობს 20-25 წლებს შორის. თუმცა მოცემული დაავადების მოსახლეობას ეშინია და მას ხშირად არასწორად იგებენ, შიზოფრენია მკურნალობას ემორჩილება და განკურნებად სამედიცინო მდგომარეობას წარმოადგენს. შიზოფრენია ხშირად ზემოქმედებს პიროვნების მკაფიოდ აზროვნების უნარზე, ანუ უნარზე გამოარჩიოს რეალობა ფანტაზიისაგან, მართოს თავისი ემოციები, მიიღოს გადაწყვეტილებები და კონტაქტი დაამყაროს სხვებთან. შიზოფრენიის პირველი ნიშნები, როგორც წესი, ჩნდება თინეიჯერულ ასაკში ან 20 – 25 წლის ასაკში, ხოლო ქალებში კი - ხშირად შედარებით უფრო მოგვიანებით. შიზოფრენიის მქონე ადამიანების უმრავლესობა ქრონიკულად ან ეპიზოდურად ებრძვის ამ დაავადებას მთელი ცხოვრების მანძილზე, და ისინი ყოველთვის სტიგმატიზირებულნი არიან გარშემო მყოფი საზოგადოების მიერ დაავადების შესახებ არასწორი შეხედულებისა და მისი არასწორი გაგების გამო. შიზოფრენიას არც ცუდი მზრუნველობა და მოვლა, და არც პიროვნული სისუსტე იწვევს. შიზოფრენიის მქონე პიროვნებას არ ახასიათებს “პიროვნების გაორება” და შიზოფრენიის მქონე თითქმის არც ერთი ადამიანი არ არის საშიში ან აგრესიული სხვების მიმართ მკურნალობის პერიოდში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა შიზოფრენია როგორც ადამიანებზე მოქმედი ათი დაავადებიდან ერთ-ერთი ყველაზე დამაუძლურებელი დაავადება.
=== მანიაკალურ-დეპრესიული ნიშნები ===
მწვავე მანიაკალურ მდგომარეობაში საკუთარი მდგომა რეობის მიმართ კრიტიკა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. პაციენტს არ ესმის, რატომ უნდა შეიკავოს თავი გრანდიოზული გეგმებისაგან ან შეამციროს ხარჯები და უარი თქვას ექსტრავაგანტური ნივთების შეძენაზე. იგი იშვიათად მიიჩნევს თავს ავადმყოფად ან თვლის, რომ სჭირდება მკურნალობა. პაციენტების უმრავლესობას შეუძლია თავისი მდგომა რეობის გაკონტროლება და დისიმულაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მკურნალობის საკითხი განიხილება; ამიტომ, თუ კი ამის საშუალება არსებობს, მნიშვნელოვანია Udslim შემდეგნაირად აღწერა ეს პრობლემა: ისევე, როგორც არაღრმა თრობისას, ნაკლებად გამო ხატული მანიაკალური მდგომარეობის დროს, პიროვნებას შეუძლია, დაძაბოს გონება, თავი მოუყაროს აზრებს, გააკონტროლოს თავისი ქცევა და მცირე დროის მანძილზე ისაუბროს მშვიდად და გონივრულად ისე, რომ შეცდომაში შეიყვანოს გამოუცდელი მოსაუბრე.
შერეული აფექტური მდგომარეობებიდეპრესიული და მანიაკალური სიმპტომები ზოგჯერ ერთ დროულად აღმოცენდება. პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ჭარბსიტყვიანობა და ენერგიის მოზღვავება, შესაძლოა, ჰქონდეს გამოხატული დეპრესიული აზრები. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მანია და დეპრესია სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს; მაგ., მანიაკალური პაციენტი შე საძლოა რამდენიმე საათით გახდეს უკიდურესად დეპ რესიული და შემდეგ სწრაფად დაუბრუნდეს მანიაკალურ მდგომარეობას, რაც აღწერილია გრიზინგერის () ადრეულ ნაშრომებში მანიაკალური მდგომარეობების შესახებ. ბოლო წლებში საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, ვინაიდან ასეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, სხვა გუნებგანწყობის სტაბილიზატორებთან შედარებით, ყველაზე ეფექტურად ვალპროატი გამოიყენება.
=== ეპილეფსია ===
ეპილეფსია გულყრას იწვევს თავის ტვინის უჯრედებში განვითარებული პათოლოგიური განმუხტვა, გულყრამ შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ტვინი უწევს კოორდინირებას. Gგულყრა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გარდამავალი (ძირითადად თვითშეჩერებადი) სიმპტომებით:
კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში)
მეტყველების შეჩერება არაკონტროლირებადი კრუნჩხვითი მოძრაობები ხელებსა და ფეხებში
ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა ფსიქიკური სიმპტომები (ქცევის და აზროვნების შეცვლა)
სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია გულყრის ტიპზე. Uუმეტეს შემთხვევებში, ეპილეფსიის მქონე ადამიანს აქვს ერთიდაიგივე ტიპის გულყრები, შესაბამისად ყოველ შემდგომ ეპიზოდში სიმპტომები მსგავსია.
ექიმი ახდენს გულყრის კლასიფიცირებას იმის მიხედვით, თუ როგორ იწყება ტვინში პათოლოგიური აქტივობა (ფოკალური ანუ ლოკალური თუ გენერალიზებული, რომელიც მოიცავს მთელ ტვინს).
კლასიფიკაცია:
კლასიფიცირება ხდება გულყრის ტიპის, გამომწვევი მიზეზის, ეპილეფსიური სინდრომის და ასევე იმ მდგომარეობის შეფასებით რაც ახლავს გულყრას. 2001 წლის ეპილეფსიური გულყრებისა და სიდრომების კლასიფიკაციის ახალი პროექტი მოიცავს იმ დაავადებების ჩამონათვალსაც, რომლების ასოცირებულია ეპილეფიურ გულყრებთან.
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
* {{ka}} [http://www.qwelly.com/group/psychology/forum/topics/encyclopedia-of-psychology ოქსფორდის ფსიქოლოგიის ენციკლოპედია]
* {{ka}} [http://www.qwelly.com/group/psychology/forum/topics/bavsvhi ბავშვთა ფსიქიატრია]
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/481566/psychiatry ფსიქიატრია – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%9F%D1%81%D0%B8%D1%85%D0%B8%D0%B0%D1%82%D1%80%D0%B8%D1%8F/ ფსიქიატრია – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
170

რედაქტირება