ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
[http://physiclib.ru/books/item/f00/s00/z0000008/st002.shtml STORIA DELLA FISICA di MARIO GLIOZZI]</ref>
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის ფიზიკას ცენტრალური ადგილი უკავია. ფიზიკის ზუსტი განმარტების მოცემა არც თუ ისე ადვილია. ის მჭიდროდაა გადაჯაჭვული სხვა დისციპლინებთან, რომლებიც მას გამოეყვნენ ცალკე დამოუკიდებელ კვლევის სფეროებად. არც თუ ისე ხშირადაა შესაძლებელი მკაცრი საზღვარი გავავლოთ საკუთრივ ფიზიკასა და [[მექანიკა]]ს, [[ატომური ფიზიკა|ატომურ ფიზიკასა]] და [[ქიმია]]ს შორის; ასევე არსებობენ მოსაზღვრე მეცნიერებები (მაგალითად, [[ბიოფიზიკა]], [[ფიზიკური ქიმია]]) რომლებიც აქტიურად იყენებენ ფიზიკურ მეთოდებს თავიანთი ამოცანების გადასაწყვეტად. თუმცა ფიზიკის ერთ-ერთი გამოკვეთილი განმასხვავებელი ფაქტორის მითითება მაინც შესაძლებელია: ფიზიკა - ეს არის მეცნიერება ბუნებაში მიმდინარე პროცესების განმსაზღვრელ ფუნდამენტალურ კანონზომიერებების შესახებ. მისი ძირითადი ამოცანაა - გამოავლინოს ჩვენი სამყაროს ფუნდამენტალური საზღვრები, სთავაზობს რა სხვა მეცნიერებებს ცოდნის საფუძვლებს, ხსნის ახალ შესაძლებლობებს საინჟინრო გადაწყვეტილებებში, იძლევა ძლიერ ბიძგს ახალ ტექნოლოგიებში. ფიზიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნების შესახებ ჩვენი წარმოდგენის განვითარებაში, ფაქტობრივად ის განსაზღვრავს თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიეცნიერულ [[მსოფმხედველობა|მსოფლმხედველობას]].<ref name="ReferenceA"/><ref name="მათე">მათე მირიანაშვილი ზოგადი ფიზიკის კურსი ნაწილი I (მექანიკა); თსუ 1973;გვ.7.</ref>
 
=== ფიზიკის ძირითადი ცნებები; მატერია,სივრცე,დრო და ენერგია ===
ხაზი 40:
ფილოსოფისაა და ბუნებისმეტყველობის განვითარებამ ცხადყო, რომ გარე სამყაროს შინაარს შეადგენს [[მატერია]] და რომ ცალკეული სხეულები და მოვლენები წარმოადგენენ მატერიის სხვადასხვა სახეს და მისი ცვლილების ფორმებს. ამ ფორმების მრავალსახეობა არ ეწინააღმდება სამყაროს ერთიანობას; იგი არის ამ ერთიანობის აუცილებელი პირობა. მატერია ობიექტური რეალობაა, რომელიც მოქმედებს ჩვენი გრძნობის ორგანოებზე და არსებობს ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად.<ref name="მათე1">მათე მირიანაშვილი ზოგადი ფიზიკის კურსი ნაწილი I (მექანიკა); თსუ 1973;გვ.10.</ref>
 
მატერიიის მრავალი სახე არსებობს. პირველად შესწავლილი იყო მატერიის ის უმარტივესი სახე, რომელსაც ხშირად ეწოდება მატერია ვიწრო გაგებით, ანუ [[ნივთიერება]]. შემდგომში აღმოჩნდა, რომ, გარდა მატერიის ამ სახისა, არსებობს კიდევ სხვა სახეები -[[ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება|ელექტრომაგნიტური]] და სხვა ბუნების [[ველები]], რომელთა აგებულება და თვისებები მნიშნელოვნად განსხვავდება ნივთიერების აგებულებისა და თვისებებისგან, მიუხედავად იმისა , რომ მათაც აქვთ [[ენერგია]], [[იმპულსი]], გავრცელების [[სიჩქარე]] და მარავალი სხვა სიდიდე, რომლებიც ჩვეულებრივი მატერიის - ნივთიერების დამახასიათებელ სიდიდეებად ითვლებოდნენ.<ref name="მათე1" />
 
[[კლასიკური ფიზიკა]] თვლიდა, რომ ნივთიერება ყოველთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნივთიერი წერტილების ერთობლიობა, ე.ი ისეთი [[ნაწილაკების ფიზიკა|ნაწილაკების]] ერთობლიობა, რომელთა ხაზოვანი ზომები შეიძლება უგუვებელყოთ მათ შორის მანძილებთან შედარებით. ყოველი [[ფიზიკური მოვლენა]] განიხილებოდა როგორც ნაწილაკების ურთიერთქმედებისა და მოძრაობის შედეგი.<ref name="მათე1" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიზიკა“-დან