სოციოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB
No edit summary
ხაზი 1:
{{სოციოლოგიის თემები}}
'''სოციოლოგია''' ტერმინი სოციოლოგია სიტყვაკომპოზიტია და შედგება ორი - ლათინური და ბერძნული სიტყვებისგან ლათ. socius (საზოგადოება) ბერძ. logos (სიტყვა, მეცნიერება) - და ის პირველად გამოიყენა სოციოლოგიის მამად აღიარებულმა [[ოგიუსტ კონტი|ოგიუსტ კონტმა]]. სოციოლოგია იკვლევს ადამიანური ცხოვრების ორგანიზების გზებს. სოციოლოგები სხვადასხვა გარემოში სოციალური ცხოვრების შესწავლის მიზნით სამეცნიერო კვლევით მეთოდებსა და თეორიებს იყენებენ. ისინი ცდილობენ შეისწავლონ როგორც ინტიმური ურთიერთობები, ასევე ვრცელი გლობალური ქსელები და ყველაფერი, რაც მათ შორის არსებობს. სოციოლოგები დაინტერესებულები არიან იმ გზებით, რითიც [[ადამიანი|ადამიანები]] უკავშირდებიან ერთმანეთს. სხვა სოციალური მეცნიერებანი ძირითადად შეისწავლიან სოციალური ცხოვრების მხოლოდ ერთ სფეროს: [[ეკონომიკა ]]შეისწავლის ბაზრების დინამიკასა და პროდუქტების ცირკულაციას; [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] მეცნიერება უღრმავდება სამთავრობო და ძალაუფლების ურთიერთობებს; [[ანთროპოლოგია]] ეკოლოგიასა და კულტურულ თავისებურებებს იკვლევს; [[ფსიქოლოგია]] სწავლობს [[ბიოლოგია|ბიოლოგიას]], ადამიანურ განვითარებასა და ინდივიდუალურ მენტალურ თავისებურებებს შორის ურთიერთკავშირს. სოციოლოგია კი მოიცავს ყველა ამ ასპექტს. სოციოლოგები ყველაზე მეტად დაინტერესებულნი არიან სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის ურთი ერთქმედებით. ის შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელმაც საფუძველი [[XIX საუკუნე|მე-19 საუკუნის]] დასაწყისში ჩაიყარა.
'''სოციოლოგია''' ადამიანთა, ჯგუფთა და საზოგადოებათა სოციალური ცხოვრების შემსწავლელი სოციალური მეცნიერებაა; ასევე განისაზღვრება, როგორც სოციალურ ურთიერთობათა შემსწავლელი მეცნიერება. ის შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელმაც საფუძველი [[XIX საუკუნე|მე-19 საუკუნის]] დასაწყისში ჩაიყარა. მისი მიზანია იმ სოციალურ წესთა და პროცესთა შესწავლა, რომლებიც აკავშირებენ და აცალკევებენ ხალხს არა როგორც ინდივიდუმებს, არამედ როგორც ასოციაციების, ჯგუფებისა და ინსტიტუციონალური გაერთიანებების წევრებს.
 
სოციოლოგიას აინტერესებს ჩვენი ქმედება როგორც სოციალური არსებებისა; ამგვარად სოციოლოგიური ინტერესის სფერო მოიცავს, როგორც ანონიმურ ინდივიდუმთა მოკლე კონტაქტს ქუჩაში, ასევე გლობალურ სოციალურ პროცესთა შესწავლას. ვრცელი გაგებით, სოციოლოგია არის სოციალურ ჯგუფთა მეცნიერული სწავლება, რომელთა შორისაც ადამიანებს უწევთ მოძრაობა ცხოვრების მანძილზე.
 
სოციოლოგიური კვლევის შედეგები ეხმარება პედაგოგებს, კანონშემქმნელებს, ადმინისტრატორებს და ყველა დანარჩენს, ვინც დაინტერესებულია სოციალური პრობლემების გადაჭრით და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმულირებით. სოციოლოგთა უმრავლესობა მუშაობს ერთი ან რამდენიმე სპეციალობით, როგორიცაა სოციალური ორგანიზაცია, [[სოციალური სტრატიფიკაცია]], და [[სოციალური მობილურობა]]; რასობრივი და ეთნიკური ურთიერთობანი; [[განათლება]]; [[ოჯახი]], [[სოციალური ფსიქოლოგია]]; ურბანული, სასოფლო, პოლიტიკური და [[შედარებითი სოციოლოგია]]; სქესთა როლი და ურთიერთობანილ დემოგრაფია; [[გერონტოლოგია]]; [[კრიმინოლოგია]]; და სოციოლოგიური პრაქტიკა.
== სოციოლოგიის სტრუქტურა ==
* [[თეორიული სოციოლოგია]]
* [[ემპირიული სოციოლოგია]]
* [[გამოყენებითი სოციოლოგია]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{ka}} [http://api.ning.com/files/u1yFp6ePHh7KcUlK6F2DlucW6u3t1kEWFFOxszKChj2b2vSx6caSl-OYaolQwr9xC1zLW4HkvOWC7PuWkJhyZoJtwyQYg1Fc/sociologiageokalhuni.pdf სოციოლოგია. ტექსტური მასალა]
* {{ka}} [http://www.qwelly.com/group/sociology/forum სოციოლოგია, სტატიები სოციოლოგიაზე]
* {{en}} [http://www.asanet.org/ ამერიკის სოციოლოგთა ასოციაცია]
* {{en}} [http://www.sociologyofreligion.net/ რელიგიის სოციოლოგია, სტატიები, ნაშრომები.]
[[კატეგორია:სოციოლოგია|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოციოლოგია“-დან