რუანდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 169:
 
კათოლიკური ეკლესია მჭიდროდ იყო დაკავშირებული [[პარმეჰუტუ]]სთან. ეკლესიის დახმარებით ხელისუფლება უკავშირდებოდა თავის მოკავშირეებს ბელგიაში და გერმანიაში.
 
==== სამხედრო მმართველობა ====
1973 წლის 5 ივლისს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-მაიორმა [[ჟიუვენალ ჰაბიარიმანა]]მ პუტჩის შედეგად გადააყენა გრეგუარ კაიიბანდა. ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, დაშალა ეროვნული კრება და დაადო მკაცრი აკრძალვა ნებისმიერ პოლიტიკურ მოქმედებებს.
 
პირველად ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ შეაჩერა კვოტების სისტემა, რითაც ტუტსის ტომის მოსახლეობის სიმპათიები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა. 1974 წელს საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია იმ აზრის განხილვამ მასზედ, რომ ტუტსის ტომის წარმომადგენლები საკმაოდ ბევრნი არიან წარმოდგენილნი პროფესიონალურ სფეროებში, ისეთებში, როგორიცაა [[მედიცინა]] და [[განათლება]]. ათასობით ტუტსის ტომის წარმომადგენელი იძულებული იყო გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობებიდან, ბევრმა მათგანმა დატოვა სამშობლო. ძალადობის შედეგად რამდენიმე ასეული ტუტსის წარმომადგენელი იქნა მოკლული. თანდათან ჟიუვენალ ჰაბიარიმანა დაუბრუნდა თავისი წინამორბედის მეთოდებს, რომელმაც გააძლიერა მტრობა ამ ორ ტომს შორის.
 
1975 წელს პრეზიდენტმა ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ ჩამოაყალიბა ეროვნული რესპუბლიკური მოძრაობა დემოკრატიისათვის და განვითარებისათვის, რომლის ოფიციალურ მიზნებს მოიცავდა მშვიდობის პროპაგანდა, ერთიანობა და ეროვნული განვითარება. პარტია [[პარმეჰუტუ]] დაიშალა.
 
ეროვნული რესპუბლიკური მოძრაობა დემოკრატიისათვის და განვითარებისათვის გახდა ერთპარტიული სისტემის საფუძველი, რომელიც გამოქვეყნებული იყო 1978 წლის რეფერენდუმზე მიღებულ ახალ კონსტიტუციაში. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ჟიუვენალ ჰაბიარიმანა, როგორც ერთადერთი მმართველი პარტიის მეთაური იყო ერთადერთი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებში. ის ხელმეორედ აირჩიეს 1983 და 1988 წლების არჩევნებში, ყოველთვის როგორც ერთადერთი კანდიდატი. საზოგადოებრივი დაწოლის პასუხად, პრეზიდენტმა ჟიუვენალ ჰაბიარიმანამ 1990 წლის ივლისში განაცხადა თავის გადაწყვეტილებაზე გადაექცია ერთპარტიული სახელმწიფო მრავალპარტიულ დემოკრატიად.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუანდა“-დან