კოვალევსკის კანონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კოვალევსკის კანონი''' — ევოლუციის კანონზომიერება, რომლის თანახმად, ერთსა და იმავე შეგუებით ეფექტს [[ორგანიზმი|ორგანიზმთა]] ერთმა და იმავე ჯგუფმა სხვადასხვა გზით შეიძლება მიაღწიოს. ორგანიზმების ნაწილი სწრაფად, უმთავრესად რაოდენობრივი ცვლილებების გზით ვითარდება, რის შედეგადაც მიიღება ახალ პირობებთან კარგად შეგუებული, მაგრამ შემდგომი პროგრესიული გარდაქმნის უნარს მოკლებული და, ამრიგად, ამოსაწყდომად განწირული ორგანიზაცია (ინადაპტიური ტიპი); ორგანიზმის მეორე ნაწილი ნელა, მაგრამ ღრმად, პრინციპულად, გარდაიქმნება, რის შედეგადაც ყალიბდება უფრო სრულქმნილი შეგუების ტიპები (ადაპტიური ტიპი). ეს კანოზომიერება დაადგინა [[ვლადიმერ კოვალევსკიმკოვალევსკი]]მ ნამარხი ჩლიქოსნების კიდურების ჩონჩხის რედუქციის შესწავლისას (ინადაპტიური და ადაპტიური რედუქცია), შემდეგ კი იგი გამოვლიდა სხვა ორგანიზმების [[ფილოგენეზი|ფილოგენეზშიც]]. აღსანიშნავია, რომ კავალევსკის კანონი მას ქართველმა პალეობიოლოგ-ევოლუციონისტმა [[ლეო დავითაშვილი|ლეო დავითაშვილმა]] უწოდა.