ფარსმან თმოგველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|თმოგველი}}
'''ფარსმან თმოგველი''' — ჯავახეთის დიდი ფეოდალი [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] შუა წლებში, თმოგვის მემამულე, [[ჯავახეთი]]ს [[ერისთავთერისთავი]], სათხის ეკლესიის (ახლანდელი [[ნინოწმინდის რაიონი]]) ამშენებელი. ეკუთვნოდა ახალი [[ჩორჩანელები|ჩორჩანელთა]] საგვარეულოს, რომელიც წარმოიქმნა [[IX საუკუნე]]ში, ჩორჩანელებისა და ბაჰლაუნდების[[ბაჰლაუნდები]]ს დანათესავების შედეგად (უშუალოდ გარდაცვლილი [[გიორგი ჩორჩანელი|გიორგი ჩორჩანელის]] მამულს და საგვარეულო სახელწოდებას დაეუფლა მისი დის — მირიან ბაჰლაუნდის ცოლის თეკლას შთამომავლობა).
 
ფარსმან თმოგველი სულას შვილი ყოფილა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულა იყო შვილი ივანე სულას ძისა, რომელმაც [[X საუკუნე|X საუკუნის]] [[970-იანები|70-იან წლებში]] მონაწილეობა მიიღო დავით კურაპალატის ლაშქრობაში ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ და რომელიც მოხსენიებულია [[ზარზმის მონასტერი|ზარზმის]] სამრეკლოში ჩატანებულ წარწერაში ეგვტერის ამშენებლად.