შირვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''შირვანი''', ''შარვანი'' ({{lang-az|Şirvan}}, {{lang-fa|شروان}}) — ისტორიული ქვეყანა [[აზერბაიჯანი]]ს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] დასავლეთ სანაპიროზე, [[მტკვარი|მტკვრის]] ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, პოლიტიკური ცენტრი — ემაზა. შეადგენდა [[ალბანეთი (კავკასია)|კავკასიის ალბანეთის]] ნაწილს. [[ირანი]]ს მიერ შირვანის კოლონიზაციისა და აქ ჩრდილოეთისგან თავდასაცავი დიდი მშენებლობების ხანაში ცნობილი გახდა სახელი „შირვანი“ და, შესაბამისად, [[სასანიანები|სასანიანთა]] მიერ დანიშნულ ადგილობრივი მმართველთა შორის — წოდება „შირვანშაჰი“.
 
==ისტორია==
[[არაბთა სახალიფო]]ს რღვევის ვითარებაში, [[861]] წლიდან, აქ დამკვიდრდნენ არაბი იაზიდიდები, რომლებმაც მიითვისეს „შირვანშაჰობაც“. იაზიდიდებმა მოქნილი და გონივრული პოლიტიკით მოიგერიეს [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] შემოსევები და სახელმწიფო შეინარჩუნეს. ეს განაპირობა [[ამიერკავკასია]]ში თურქთა ბატონობის წინააღმდეგ [[საქართველო]]ს ბრძოლამაც. ნიშანდობლივია, რომ ამ ბრძოლაში [[დავით აღმაშენებელი]] სწორედ შირვანს ამოუდგა მხარში; მისმა რამდენიმე ძლევამოსილმა ლაშქრობამ ქვეყანა თურქთაგან იხსნა. საქართველოს სიუზერენობით ორი ქვეყნის მრავალმხრივი, მჭიდრო ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამავე ხანაში გაჩნდა საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში წოდება „შირვანშაჰი“.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შირვანი“-დან