ლევან ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|ლევან}}
'''ლევან ბატონიშვილი''' (''ბაგრატიონი'') († [[1709]]) — ქართლის მეფის [[ვახტანგ V | ვახტანგ V-ის]] შვილი. [[ვახტანგ VI | ვახტანგ VI]]-ის მამა და [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს მამიდაშვილი. ცოლად ჰყავდა [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს ასული თუთა. ძმის, [[გიორგი XI | გიორგი XI-ის]] ირანში გაწვევის დროს, [[1675]]-[[1677]] და [[1703]], იყო ქართლის გამგებელი ([[ჯანიშინი]]). [[1678]] ირანში გაიწვიეს, გაამაჰმადიანეს და შაჰ ყული-ხანი უწოდეს. დაინიშნა ქირმანის ნაიბად. შაჰის დავალებით ხელმძღვანელობდა ბელუჯების წინააღმდეგ ბრძოლას. შემდეგ ირანის მდივანბეგობაც მიიღო. [[1708]] წელს უგზავნის რომის პაპს [[კლემენს XI]]-ს წერილს, სადაც უცხადებს მას საკუთარ მორჩილებას, რასაც მოგვიანებით მისი ვაჟნი, [[ქაიხოსრო|ქაიხოსრო]] და ვახტანგი ([[ვახტანგ VI|ვახტანგ VI]]) გაიმეორებენ. ლევან ბატონიშვილი მფარველობდა კათოლიკე მისიონერებს, იყო სულხან-საბა ორბელიანის მიერ ქართული ლექსიკონის შედგენის ერთ-ერთი ხელშემწყობი. მას შეუდგენია "ვედრება" [[იოანე ნათლისმცემელი | იოანე ნათლისმცემლის]], [[პეტრე|პეტრეს]], [[პავლე|პავლესა]] და სხვათა წმინდანებისადმი.
 
==ლიტერატურა==
* ''ქავთარია მ.,'' ლევანი-ქართლის ჯანიშინი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXV, № 4, 1960;
* ''{{ქსე|6|156|ხანთაძე შ., ქავთარია მ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 156, თბ., 1983}}
 
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1709]]