გიორგი V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
1756 წელს მთავრად დასვა [[სოლომონ I]]-მა, რომელმაც დასაჯა მამია IV მის წინააღმეგ აჯანყებაში მონაწილეობისთვის.<ref>ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973</ref> შემდეგ სოლომონმა მამია შემოირიგა და მთავრად დააბრუნა. 1865 წელს გიორგი მთავრად [[ჰასან-ფაშა]]მ დასვა. მთავრობდა [[ოსმალები|ოსმალთა]] ხელშეწყობით. 1768 წელს იბრძოლა სოლომონის წინააღმდეგ ჩხარის ბრძოლაში [[თეიმურაზი (იმერეთის მეფე)|თეიმურაზთან]] და რაჭის ერისთავთან ერთად, მაგრამ დამარცხდა.<ref>გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო მ. გელაშვილმა, თბ., 1962, ტ. I, გვ. 169</ref>
 
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია ეკავა. 1770 წლის 3 ოქტომბერს სოლომონმა ბათუმიდან თურქების დასახმარებლად წამოსულ ჯარს გზა გადაუჭრა გურიაში, დაამარცხა და უკან განდევნა, ამასთანავე გადააყენა თურქული ორიენტაციის გიორგი V გურიელი და კვლავ მისი ძმა მამია IV გურიელი გაამთავრა.<ref name="რეხვიაშვილი">მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989</ref> [[1771]] წლის 3 იანვარს [[ფოთი|ფოთთან]] თურქების დამარცხების შემდეგ ჩაება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. 1776 წელს ტახტიდან გაფააყენა მამია IV გურიელი და თავად დაიკავა მთავრის ტახტი. 1777 წელს [[მაქსიმე II]]-ს დახმარებით აღადგინა [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის საეპისკოპოსო კათედრა]].
 
1784 წელს, ახლი წლის გამთენიისას, თურქების დავალებით სოფელ [[აკეთი|აკეთში]] შეიჭრა აჭარის ბეგი აბდულა ხიმშიაშვილი. [[მამუკა თავდგირიძე|მამუკა თავდგირიძის]] სარდლობით გურულებმა სასტიკად დაამარცხეს მომხდურნი. თვით აბდულა ბეგი ბრძოლის ველზე დაიღუპა. ამ შემოსევის საპასუხოდ და ქვემო გურიის გასათავისუფლებლად მეფე სოლომონმა იმერეთ-გურიის ჯარით ბათუმისკენ ილაშქრა [[1784]] წლის მარტში. გიორგი V გურიელი თან ახლდა სოლომონს [[ჩაქვი|ჩაქვზე]] ლაშქრობაში. დადიანმა ფოთის ოსმალო ფაშას წინასწარ აცნობა იმერეთის მეფის ამ ლაშქრობის შესახებ. ფაშამ იმერეთ-გურიის ჯარის ზურგში, ციხისძირთან ჯარი გადასხა და ნაჭიშკრევის ვიწრო გასასვლელებში დახვდა. ბრძოლა მოხდა 1784 წლის 9 მარტს. ამ ლაშქრობის მარცხის შედეგად გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა [[ქობულეთი]]ს მხარე.