შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
შემოქმედის საეპისკოპოსო იყო [[გურიის სამთავრო]]ს ერთ-ერთი ეპარქია [[ჯუმათის საეპისკოპოსო]]სა და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]]სთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე. პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და [[სუფსა]]სა და [[ჩოლოქი|ჩოლოქს]] შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია]]. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.
პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე ([[1635]] წლამდე) იყო. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე, იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა [[1628]] წლამდე. შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ [[იაკობ შემოქმედელი|იაკობ დუმბაძის]] მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას [[1647]]-[[1658]] წლებში უძღოდა. 1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედის ეპისკოპოსის ტახტზე [[მალაქია II გურიელი]] დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ [[მამია III გურიელი|მამია III გურიელმა]], შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა ([[1703]]-[[1713]]). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე [[1713]] წლამდე ბრძანდებოდა.
1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა.
|