შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
 
== ისტორია ==
===გურიის სამთავროს შემადგენლობაში===
შემოქმედის საეპისკოპოსო იყო [[გურიის სამთავრო]]ს ერთ-ერთი ეპარქია [[ჯუმათის საეპისკოპოსო]]სა და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]]სთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე. პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და [[სუფსა]]სა და [[ჩოლოქი|ჩოლოქს]] შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია]]. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.
 
პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI საუკუნის მიწურულს მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე ([[1635]] წლამდე) იყო. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე, იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა [[1628]] წლამდე. შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ [[იაკობ შემოქმედელი|იაკობ დუმბაძის]] მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას [[1647]]-[[1658]] წლებში უძღოდა. 1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედის ეპისკოპოსის ტახტზე [[მალაქია II გურიელი]] დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. [[1689]] წელს [[უკვე დაბრმავებული მალაქია II გურიელი]] ისევ დაუბრუნდააღკვეცეს შემოქმედისბერად ეპარქიას,და ამავედასვეს დროს, მან გურიის სამთავრო ტახტიც დაიკავა, მაგრამ, მამია გურიელთან წარმოშობილიეპისკოპოსად. წინააღმდეგობისმალაქიას შემდეგ, მან ორთავე ტახტი დათმო. [[მამია III გურიელი|მამია III გურიელმა]], შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა ([[16891703]]-[[1713]]). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე [[1713]] წლამდე ბრძანდებოდა. [[1713]]-[[1776]] წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო, რომლის შემდეგ, 1777 წლიდან მიტროპოლიტად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს. იგი შემოქმედის კათედრას 17 წლის განმავლობაში განაგებდა და [[1788]] წლიდან [[ჯუმათი]]ს კათედრაც შეითავსა. იოსებ შემოქმედელის გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა.
 
1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა.