შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
== ისტორია ==
===გურიის სამთავროს შემადგენლობაში===
შემოქმედის საეპისკოპოსო იყო [[გურიის სამთავრო]]ს ერთ-ერთი ეპარქია [[ჯუმათის საეპისკოპოსო]]სა და [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]]სთან ერთად. დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე. საეპისკოპოსოს დამაარსებელი იყო [[გიორგი I გურიელი]]. პირველი შემოქმედელი მღვდელმთავრის ვინაობა ცნობილი არ არის. სხვა წყაროების მიხედვით შემოქმედში საეპისკოპოს კათედრა დაარსდა 1519 ან 1525 წლებში. შემოქმედელ მღვდელმთავარს მიტროპოლიტის ან მთავარეპისკოპოსის ტიტული ჰქონდა და [[სუფსა]]სა და [[ჩოლოქი|ჩოლოქს]] შორის მცხოვრებთა უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდა. მისი რეზიდენცია იყო [[შემოქმედის ეკლესია|შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია]]. შემოქმედის საეპისკოპოსო ფლობდა დიდძალ ყმა-მამულს, რსაც საშემოქმედლოს უხუცესი (მოურავი) განაგებდა.
 
პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი, რომელიც ისტორიულ წყაროებში, XVI-XVII საუკუნეებში მოიხსენიება არის მთავარეპისკოპოსი ბესარიონი (მაჭუტაძე). ბესარიონ შემოქმედელის მემკვიდრე მაქსიმე მაჭუტაძე ([[1635]] წლამდე) იყო. საგულისხმოა, რომ მღვდელმთავარი მაქსიმე, იმერეთის კათალიკოსის ტახტს ითავსებდა [[1628]] წლამდე. შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ [[იაკობ შემოქმედელი|იაკობ დუმბაძის]] მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას [[1647]]-[[1658]] წლებში უძღოდა. მიტროპოლიტი იაკობი, შემოქმედის ეპისკოპოსის ტახტზე მალაქია გურიელმა შეცვალა, რომელიც ეპარქიას [[1684]] წლამდე უძღვებოდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. [[1689]] წელს [[მალაქია II გურიელი]] ისევ დაუბრუნდა შემოქმედის ეპარქიას, ამავე დროს, მან გურიის სამთავრო ტახტიც დაიკავა, მაგრამ, მამია გურიელთან წარმოშობილი წინააღმდეგობის შემდეგ, მან ორთავე ტახტი დათმო. [[მამია III გურიელი|მამია III გურიელმა]], შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა ([[1689]]-[[1713]]). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა და შემოქმედის ეპარქიის ტახტზე [[1713]] წლამდე ბრძანდებოდა. [[1713]]-[[1776]] წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო, რომლის შემდეგ, 1777 წლიდან მიტროპოლიტად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს. იგი შემოქმედის კათედრას 17 წლის განმავლობაში განაგებდა და [[1788]] წლიდან [[ჯუმათი]]ს კათედრაც შეითავსა. იოსებ შემოქმედელის გარდაცვალების შემდეგ, შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა.