პეტრას ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
 
==ისტორია==
ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე [[VI საუკუნე]]ში ბიზანტიის იმპერატორ [[იუსტინიანე I (ბიზანტია)|იუსტინიანე]]ს ბრძანებით ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალები გაცილებით ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. აქვე დაარსდა [[ლაზიკის ეპარქია|ლაზიკის ეპარქიის]] ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. პეტრას საეპისკოპოსო კათედრა [[კონსტანტინოპოლის საპატრიარქო]]ს ემორჩილებოდა. ქალაქისIX ტერიტორიაზესაუკუნეში გადიოდაპეტრას ზღვისპირაკათედრის ვიწროგაუქმების გზა,შემდეგ რომელიცსაეპისკოპოსო დასავლეთცენტრმა საქართველოს[[ხინო]]ში ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდაგადაინაცვლა.
 
ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა ზღვისპირა ვიწრო გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა ბიზანტიიდან [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მდლობელობაში ყოფილიყო, რადგან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია ამ რეგიონში პეტრის კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი VI საუკუნის შუაწლებში [[ეგრისის დიდი ომი]]სა. ომის განმავლობაში პეტრასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი [[პეტრის ბრძოლები|ბრძოლა]] გაიმართა.
 
საქართველოს ერთიანი სამეფოს პერიოდში, როგორც ჩანს, აქ ქალაქი აღარ არსებობდა, X საუკუნიდან უნდა გაუქმებულიყო საეპისკოპოსოც, თუმცა ციხემ შემდგომშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯისციხეს უწოდებდნენ. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა. 1908 წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.) ციხის დასავლეთი ნაწილი ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს მე-19 საუკუნეში ააფეთქეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრას_ციხე“-დან