ჩინგიზ-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 39:
== ბიოგრაფია ==
=== ადრეული ასაკი ===
მონღოლების მომავალი ყაენი [[დელიუნ-ბოლდოკი]]ს საზღვარზე, მდინარე [[ონონი]]ს ნაპირზე დაიბადა [[იესუგეი|იესუგეი-ბაგატურისა]] და მისი ცოლის ოელუნის ოჯახში. ოელუნი წარმოშობით [[ოლხონუტი]]ს ტომიდან იყო. იგი იესუგეიმ მერკიდების ტომელ ჩილედუს მოსტაცა. ერთი ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თნახმად, ოელუნის პირმშო ქვეყანასმარჯვენა ხელის მუჭში ჩაბღუჯული სისხლის კოლტით დაიბადა<ref name="უეზრეფორდი">ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 43</ref>. მისი დაბადების წინა დღეს იესუგეიმ თათრების ბელადი თემუჩინ-უგე დაამარცხა, ახალშობილს ამ დრის აღსანიშნავად სახელად თემუჩინი დაარქვეს.
 
თემუჩინის დაბადების თარიღი ბოლომდე გარკვეული არაა. ძირითადი წყაროები სხვადასხვა თარიღს მიუთითებენ. ჩინგიზ-ყაენის თანამედროვე ერთადერთი ისტორიული წყარო მენ-და ბეი-ლუზე (1221 წ.) და [[რაშიდ ად-დინი]]ს გაანგარიშების თანახმად, რომელიც მას გაუკეთებია მონღოლი ხანების არქივში დაცულ ძირითად დოკუმენტებზე დაყრდნობით, თემუჩინი დაიბადა [[1155]] წელს. „[[იუანის დინასტიის ისტორია]]“ არ იძლევა ყაენის დაბადების ზუსტ თარიღს. იგი ასახელებს მხოლოდ ჩინგიზ-ყაენის სიცოცხლის ხანგრძლივობას (66 წელი), ვინაიდან ჩინური და მონღოლური ტრადიციების მიხედვით სიცოცხლის დასაწყისად ითვლება დედის საშოში ჩასახვა, გამოდის, რომ ჩინგიზ ყაენს 65 წელი უცოცხლია. ყაენის გარდაცვალების თარიღი ცნობილია (1227 წ.), აქედან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ თემუჩინი დაიბადა [[1162]] წელს. მისი დაბადების აღნიშნული დათარიღება ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ისტორიოგრაფიაში, თუმცა არ არის განმტკიცებული ავთენტური წყაროებით. ზოგერთი მეცნიერი დაბადების თარიღად [[1167]] წელსაც ასახელებს, თუმცა ეს ჰიპოთეზა კრიტიკას ვერ უძლებს.
 
=== ბრძოლა ჰეგემონიისათვის სტეპში ===
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩინგიზ-ყაენი“-დან