თბილისის ფუნიკულიორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ [[მთაწმინდის პლატო]]ზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის [[ალფონს რობი]]ს ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა
 
[[ფაილი:Tbilisi Funicular Railway.JPG|250px|მინიატიურა|მარცხნივ|თბილისის ფუნიკულიორის ხედი შუა სადგურიდან <br /><center><small>ზვიად ავალიანის ფოტო</small></center>]]
 
[[ფაილი:Tbilisi Funicular From Above.JPG|250px|მინიატიურა|მარცხნივ|თბილისის ფუნიკულიორის შუა სადგური სატელევიზიო კოშკიდან <br /><center><small>ზვიად ავალიანის ფოტო</small></center>]]
 
1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდევი იყო აგრეთვე მთაწმინდასა და კოჭორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.